CIU-ს სტუდენტი კონფერენციის „ილია ჭავჭავაძე - 189“ საუკეთესო მოხსენების ავტორთა შორის დასახელდა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი რევაზ ჯავახაძე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის „ილია ჭავჭავაძე - 189“ 10 საუკეთესო მოხსენების ავტორთა შორის მოხვდა.
რევაზმა კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება თემაზე: „განათლების მნიშვნელობა და პოლიტიკური მრწამსი ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობაში“. ნაშრომის ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი.
კონფერენციის დასკვნითი ღონისძიება „ილიაობა 2026“-ის ფარგლებში, ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიმართა. 10 საუკეთესო მოხსენების ავტორები სამახსოვრო საჩუქრებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ღირსიაშვილმა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ დააჯილდოეს. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები დავით მათიკაშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი ილია მზექალაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ ჩხეიძე.
კონფერენციაში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. მათ ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა ასპექტზე მომზადებული სამეცნიერო მოხსენებები ექვს თემატურ სექციაში წარმოადგინეს:
- სამართლისა და პოლიტიკის მეცნიერებები;
- განათლება და მეცნიერება;
- ლიტერატურა და პუბლიცისტიკა;
- ეკონომიკა და საბანკო საქმე;
- მედია და საზოგადოებრივი აზრი;
- ქართველოლოგია და კულტურული მემკვიდრეობა.
კონფერენციის მიზანი იყო ილია ჭავჭავაძის ეროვნული, საზოგადოებრივი, საგანმანათლებლო, სამართლებრივი და ეკონომიკური მოღვაწეობის, ასევე მისი სამწერლობო და მთარგმნელობითი საქმიანობის მნიშვნელობის წარმოჩენა და მისი იდეების პოპულარიზაცია.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს რევაზ ჯავახაძეს წარმატებას და უსურვებს ახალ მიღწევებს მომავალ სამეცნიერო საქმიანობაში!
სხვა სიახლეები
ნოემბერი 12, 2026
02:05 PM
მხედართმთავარი და ჯარისკაცი!
„მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა; სიბრძნე კი - ორგანიზებული ცხოვრება.“ ასეთია კანტიანური შეგონება, რომელიც სამყაროს ორ მთავარ ხაზზე გადის - მეცნიერებასა და სიბრძნეზე. ერთი მეორის გარეშე ვერც იარსებებს და არც არასდროს უარსებია.
ნოემბერი 11, 2026
02:34 PM
მარიამ ქარჩავა-შარტავას მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა
11 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ქარჩავა-შარტავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „განათლების საკითხები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეიტინგული სატელევიზიო არხების გადაცემებში“.
ნოემბერი 11, 2026
02:33 PM
დასაქმების ფორუმი 2026
9 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 70-მდე დამსაქმებელი ორგანიზაცია, რომელთა შორის წარმოდგენილნი იყვნენ როგორც მსხვილი და საშუალო ბიზნესის, ისე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები.









