• dateოქტომბერი 23, 2025
    time12:30 PM

    CIU-ს სტუდენტებს „მიგრიაული და პარტნიორების“ სტიპენდია გადაეცათ

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    23 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს — ელენე ღვინიაშვილს, ლანა ნარსავიძესა და ნათია ბასარიას — საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია გადაეცათ.

    შეხვედრას ესწრებოდნენ CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თამთა წირქვაძე, ასოცირებული პროფესორი და საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელი, ადვოკატი როინ მიგრიაული, ასევე უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორი გურამ ლილუაშვილი.

    შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს კონკურსის მნიშვნელობაზე, ისაუბრეს CIU-სა და საადვოკატო ბიუროს შორის არსებულ თანამშრომლობაზე და სტიპენდიანტებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
    „სტიპენდია და მისი მიღება ერთგვარი ხელშეწყობაა პროფესიულ საქმიანობაში. ვიმედოვნებ, რომ თქვენს კარიერულ განვითარებაში მას მნიშვნელოვანი როლი ექნება. ვფიქრობ, აღნიშნული კონკურსი კიდევ დიდხანს გაგრძელდება,“ — განაცხადა როინ მიგრიაულმა.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საადვოკატო ბიუროს „მიგრიაული და პარტნიორები“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ასევე უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, როინ მიგრიაულის სახელობითი სტიპენდია 2025 წლის შემოდგომის სემესტრში გამოცხადდა.

    საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩნენ: აკადემიური მოსწრება; სამოტივაციო წერილი; სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა კერძო სამართლის მიმართულებით.
     

    სხვა სიახლეები