CIU-ს დოქტორანტებმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვეს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა, ნათია ფოფხაძემ და მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა, თამარ რიჟამაძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტი მოიპოვეს.
აღსანიშნავია, რომ დოქტორანტებს საშუალება ექნებათ საკვალიფიკაციო ნაშრომების ფარგლებში დაგეგმილი კვლევები განახორციელონ რუსთაველის ეროვნული ფონდის დაფინანსებით. ნათია ფოფხაძის საგრანტო პროექტის სახელწოდებაა „ტრადიციული მედიის ახალი დღის წესრიგი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის” დიგიტალური პორტფოლიო”, ხელმძღვანელი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ხათუნა კაჭარავა, ხოლო თამარ რიჟამაძის პროექტია „მესხური ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული და ენოლოგიური მახასიათებლების კომპლექსური კვლევა კლიმატის ცვლილებისა და ტერასული დიზაინის გათვალისწინებით“, ხელმძღვანელი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.
დეკემბერი 11, 2025
10:30 AM
CIU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების პროექტი „თბილი ქალაქი თბილისი“
6 დეკემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტებმა, სასწავლო კურსის „ღონისძიებების მენეჯმენტი MICE ტურიზმი“ (ლექტორი: ასოც. პროფესორი ნანა ახალაია) ფარგლებში, წარმატებით განახორციელეს პრაქტიკული სასწავლო აქტივობა - თბილისის გაცნობითი ტური ფაკულტეტის უცხოელი სტუდენტებისთვის.
დეკემბერი 10, 2025
10:00 AM
ტრენინგი ონლაინ სამეცნიერო რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე
On December 10, Caucasus International University library hosted a training on the topic: “The Online Scientific World: Effective Use of Databases and Opportunities for Publishing Articles”.