CIU მედიცინის ფაკულტეტის უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტებთან დოქტორ ამინ ალიმ საჯარო შეხვედრა გამართა
15 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, CIU მედიცინის ფაკულტეტის უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტებთან დოქტორ ამინ ალიმ, “Brocali”-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, საჯარო შეხვედრა გამართა.
“Brocali” არის სასწავლო ცენტრი, ადაპტირებული სატრენინგო პლატფორმა, რომელიც კარიერაში წარმატების მისაღწევად მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, უზრუნველყოფს საგანმანათლებლო შინაარსითა და ინოვაციური ინსტრუმენტებით, სასწავლო გამოცდილებისა და სასწავლო მეთოდების გაცნობას.
ტრენინგის მიზანია, სტუდენტების ცნობადობის გაზრდა აუცილებელი რჩევებით, სტრატეგიებითა და რესურსებით, ისეთ გამოცდებში წარმატების მისაღწევად, როგორებიცაა: ისრაელის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდა (IMLE) და შეერთებული შტატების სამედიცინო ლიცენზირების გამოცდა (USMLE).
შეხვედრაზე სასაუბრო ძირითად საკითხებს წარმოადგენდა: პერსონალური დახმარება მცირე ჯგუფის სემინარების ან ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ქოუჩინგის სესიების მეშვეობით; სახელმძღვანელო უნიკალური სასწავლო გამოწვევების იდენტიფიცირებასა და გადაჭრაში; ექსკლუზიური ხელმისაწვდომობა რესურსებზე, რომლებიც ხელს უწყობენ გამოცდების მომზადებასა და კარიერის განვითარებას; სასარგებლო რჩევები და წარმატებული სტრატეგიები, რაც სტუდენტს, USMLE და IMLE გამოცდების ფინალურ ეტაპზე დაეხმარება.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.