• dateივლისი 03, 2026
    time02:00 PM

    CIU-მ საბერძნეთის პელოპონესის უნივერსიტეტის პროფესორებს უმასპინძლა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა Erasmus+ Staff Mobility for Training პროგრამის ფარგლებში, საბერძნეთის University of the Peloponnese-ის პროფესორებს - თეოდორეს კოცილიერისსა და გეორგიოს ნოკასს უმასპინძლა.

    ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები უნივერსიტეტის ადმინისტრაციისა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებთან. პროფესორებმა წარადგინეს პრეზენტაციები, ხოლო მხარეებმა იმსჯელეს უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე, სასწავლო პროგრამების განვითარებასა და Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სამომავლო ერთობლივ აქტივობებზე.

    ვიზიტის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევით გარემოს, დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, მათ შორის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი. შეხვდნენ ასევე ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლებსა და ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ქეთევან ნანობაშვილს, სადაც განიხილეს სამომავლო აკადემიური თანამშრომლობის, ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი ინიციატივების განვითარების შესაძლებლობები.

    აღნიშნული მობილობა ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებასა და უნივერსიტეტებს შორის აკადემიური თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებასა და Erasmus+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთობის გაძლიერებას. მსგავსი აკადემიური მობილობები ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას და ქმნის მყარ საფუძველს ახალი ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განხორციელებისთვის.

    სხვა სიახლეები