• dateდეკემბერი 05, 2025
    time08:30 AM

    CIU-ს დოქტორანტებმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტი მოიპოვეს

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა, ნათია ფოფხაძემ და მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტმა, თამარ რიჟამაძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების  გრანტი მოიპოვეს.

    აღსანიშნავია, რომ დოქტორანტებს საშუალება ექნებათ საკვალიფიკაციო ნაშრომების ფარგლებში დაგეგმილი კვლევები განახორციელონ რუსთაველის ეროვნული ფონდის დაფინანსებით. ნათია ფოფხაძის საგრანტო პროექტის სახელწოდებაა „ტრადიციული მედიის ახალი დღის წესრიგი: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის” დიგიტალური პორტფოლიო”, ხელმძღვანელი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ხათუნა კაჭარავა, ხოლო თამარ რიჟამაძის პროექტია „მესხური ვაზის ჯიშების ამპელოგრაფიული და ენოლოგიური მახასიათებლების კომპლექსური კვლევა კლიმატის ცვლილებისა და ტერასული დიზაინის გათვალისწინებით“,  ხელმძღვანელი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე.

    სხვა სიახლეები