• dateნოემბერი 24, 2026
    time12:39 PM

    CIU-ის ასოცირებულმა პროფესორმა ნანა პარინოსმა ნოტინგემის უნივერსიტეტში კვლევა წარადგინა

    banner

    12-14 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, დოქტორმა ნანა პარინოსმა დიდი ბრიტანეთის ნოტინგემის უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სამეცნიერო ნაშრომი წარადგინა - „შრომითი წინააღმდეგობის არქიტექტონიკა თანამედროვე პერსპექტივაში: ჰერმან მელვილის „ბარტლბისა“ და დავით კლდიაშვილის „პლატონ სამანიშვილის“ შედარებითი ანალიზი“.

    ნაშრომი იკვლევს შრომითი წინააღმდეგობისა და ეგზისტენციალური პროტესტის მხატვრულ მოდელებს ჰერმან მელვილის ნოველის - „მწერალი ბარტლბი“ და დავით კლდიაშვილის მოთხრობის - „სამანიშვილის დედინაცვალი“ შედარებითი ანალიზის საფუძველზე. კვლევის ცენტრშია ორი რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟული პარადიგმა: კაპიტალისტური ბიუროკრატიის წინაშე მდგარი ბარტლბის პასიური უარი და პოსტფეოდალური სინამდვილის პირისპირ აღმოჩენილი პლატონ სამანიშვილის სიზიფესეული, იძულებითი ჰიპერაქტიურობა.

    ლიტერატურული ტექსტების სოციოლოგიური დეკონსტრუქციის გზით ნაშრომი ააშკარავებს, თუ როგორ აისახება ავტორთა პოეტიკასა და ნარატიულ სტრუქტურებში გაუცხოებული შრომისა და სოციალური რეპროდუქციის კრიზისი. ტრაგიკომიკურისა და გროტესკულის ესთეტიკური კატეგორიების გამოყენებით ნაჩვენებია, თუ როგორ ამხელს ორივე მწერალი მხატვრული ოსტატობით სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ბრუტალურობას, რომელსაც ინდივიდი სრულ აპათიამდე მიჰყავს.

    სხვა სიახლეები