• dateივნისი 30, 2026
    time10:00 AM

    CIU-ს აკადემიური პერსონალის ვიზიტი ქილისის 7 დეკემბრის უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის ფარგლებში

    banner

    Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში, 22–27 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი თურქეთში, ქილისის 7 დეკემბრის უნივერსიტეტს ეწვია. ვიზიტში მონაწილეობდნენ CIU-ს ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი მირანდა მიქაძე და ასისტენტ პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი გელა გიორგაძე.

    ვიზიტის ფარგლებში მათ მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში - „აკადემიური ინსტიტუტების როლი კონფლიქტების პრევენციაში“, სადაც განხილულ იქნა თემატიკა, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარების, სოციალური შერიგებისა და კონფლიქტების მოგვარების პროცესს.

    შეხვედრებისას აღინიშნა, რომ უნივერსიტეტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მშვიდობისა და კულტურის გავრცელებაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საერთაშორისო თანამშრომლობის, აკადემიური მობილობის პროგრამებისა და ერთობლივი კვლევითი საქმიანობის გზით ერთმანეთთან დაკავშირებულები იყვნენ.

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი Erasmus+ პროგრამის ფარგლებში აქტიურად უწყობს ხელს აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობასა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. მსგავსი ვიზიტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, აკადემიური კავშირების გაფართოებასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის გაძლიერებას.

    სხვა სიახლეები