სტუდენტების მიღება სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე
Erasmus+ პროგრამის ფარგლებში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კსუ აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტში (ლიეტუვა) სრული დაფინანსებით.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის, მენეჯმენტის და ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
საკონკურსო ადგილების რაოდენობა: 2
სტიპენდია: 3960 ევრო (ერთი სემესტრის თანხა)
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 12 დეკემბერი, 2021 წელი
სააპლიკაციო დოკუმენტები:
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
• ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
• CV ევროპასის ფორმატით (ინგლისურ ენაზე);
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
განაცხადების მიღება:
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge , კანდიდატებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ: Erasmus+ კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
აკადემიური მოსწრება;
ენობრივი კომპეტენცია;
მოტივაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: (ოთახი 507), ird@ciu.edu.ge, +995 598 56 42 95.
სხვა სიახლეები
ივნისი 12, 2026
01:00 PM
CIU-მ ბალტიის საერთაშორისო აკადემიის წარმომადგენლებს უმასპინძლა
8-12 ივნისს, Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ბალტიის საერთაშორისო აკადემიის (ლატვია) წარმომადგენლები, პროფესორი არტურ უზბეკოვი და საერთაშორისო სტუდენტების კოორდინატორი, ელენა უზბეკოვა ეწვივნენ. ვიზიტი ერთდროულად ორმხრივ ფორმატს მოიცავდა და მიზნად ისახავდა როგორც აკადემიურ (Staff Mobility for Teaching), ისე ადმინისტრაციულ (Staff Mobility for Training) თანამშრომლობას.
ივნისი 12, 2026
01:00 PM
„ქრისტიანული ერთობის 1700 წელი საქართველოში“ - კონფერენცია
11 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს. აღნიშნული ისტორიული თარიღი უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს ქვეყნის სულიერი, კულტურული და სახელმწიფოებრივი განვითარების ისტორიაში, რის გამოც 2026 წლის განმავლობაში მის აღსანიშნავად ქვეყნის მასშტაბით არაერთი ფართომასშტაბიანი ღონისძიებაა დაგეგმილი.
ივნისი 12, 2026
10:00 AM
ღია ლექცია - „მსოფლიოს გადანაწილების ქრონიკები“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის ღია ლექცია ჩატარდა. ღონისძიება, სახელწოდებით „მსოფლიოს გადანაწილების ქრონიკები“, სასწავლო კურსის - „პროფესიული ინგლისური საერთაშორისო ურთიერთობებისთვის 2“-ის ფარგლებში მოეწყო.