• dateდეკემბერი 16, 2024
    time05:36 PM

    C ჰეპატიტთან დაკავშირებული საინფორმაციო შეხვედრა CIU-ში

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საინფორმაციო შეხვედრა და უფასო სკრინინგი ჩატარდა. კამპანია მიზნად ისახავს C ჰეპატიტის დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებაში.

    ცნობისთვის, C ჰეპატიტი ვირუსული ინფექციაა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და დროული დიაგნოსტიკის გარეშე შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.

    ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მასშტაბურობა ათასობით საქართველოს მოქალაქეს საშუალებას აძლევს უფასო სამედიცინო სერვისებით ისარგებლოს. სკრინინგ-აქციები და საინფორმაციო შეხვედრები როგორც დედაქალაქში, ასევე ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ხორციელდება. კამპანიაში ახალგაზრდების ჩართულობას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, დედაქალაქში შეხვედრების მნიშვნელოვანი ნაწილი სტუდენტებთან იმართება.

    აღსანიშნავია, რომ ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამით მკურნალობაში ჩართული პაციენტების 99% განიკურნა C ჰეპატიტისგან!

     

    სხვა სიახლეები