„ბრწყინვალე იგი“ - გამოფენა CIU-ში
"ბრწყინვალე იგი" - აღნიშნული სახელწოდებით გაიხსნა 10 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილია საეკლესიო ნივთები, ოქრომკედით ქარგულობა, ცვილის ნამუშევრები, ცივი ოქროს კვანძით შექმნილი ნივთები, ქვაში დამუშავებული ორნამენტები და საეკლესიო ჭურჭელი.
გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატების ავტორები არიან: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი იზოლდა მელიქიშვილი; ხელოვანი, ხალხური რეწვის ოსტატი ლიანა ანიაშვილი; ხელოვანი, ხალხური რეწვის ოსტატი დარიკო ჩიხლაძე; მეთოჯინე რიტა შამუგია; იამზე ლომთაძე (ტიხრული მინანქარი); მხატვარი ხათუნა ანიაშვილი; ხალხური რეწვის ოსტატი ნანა ამბოკაძე; მეთოჯინე ლალი თოფურია; მარინა წიკლაური, დედა ნინო.
გამოფენა, რომელიც ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობს, 12 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
გამოფენის კურატორია პროფესორი იზოლდა მელიქიშვილი, თანაორგანიზატორი კი - „ხელსაქმის საერთაშორისო ასოციაცია“.
სხვა სიახლეები
მაისი 15, 2026
02:00 PM
„ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ - კულტურათაშორისი ღონისძიება
14 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში კულტურათაშორისი ღონისძიება - „ერთი უნივერსიტეტი, ბევრი ქვეყანა“ - გაიმართა. აღნიშნული პროექტი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მარკეტინგისა და უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაციის სამსახურის, ასევე სტუდენტ მენტორთა სამსახურის ორგანიზებით მოეწყო.
მაისი 14, 2026
03:10 PM
პრაქტიკული აქტივობები მოსწავლეებისთვის მედიცინის მიმართულებით
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის საგანმანათლებლო-პრაქტიკულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართა. პროექტის მიზანს მედიცინის სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდების პროფესიული ორიენტაცია და დარგობრივი ცოდნის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
მაისი 14, 2026
03:00 PM
სტამბოლში IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია ჩატარდა
10-12 მაისს, ქალაქ სტამბოლში (თურქეთი), წარმატებით გაიმართა IV საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია სახელწოდებით „ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში“. მასშტაბური სამეცნიერო ფორუმი მიზნად ისახავდა თანამედროვე მეცნიერების წინაშე არსებული გამოწვევების განხილვასა და ინოვაციური გადაჭრის გზების ძიებას.