• dateმაისი 06, 2018
    time08:00 AM

    ჩაერთე სისხლის უანგარო დონაციის აქციაში

    14 მაისს, 11-დან 15 საათამდე, კსუ-ს კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში, „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური“ სისხლის უანგარო დონაციის აქციას გამართავს.

    იმისათვის, რომ გახდე დონორი უნდა იცოდე შემდეგი:

    სისხლის დონაცია არის პროცესი, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი გასცემს სისხლს.

    სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის.

    სისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ.

    სისხლის დონორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანი 18-დან 65 წლამდე, თუ:

    • თქვენი წონა 50 კგ და მეტია;
    • არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტი B და C, შიდსი, სიფილისი;
    • არ ხართ დაავადებული მალარიით;
    • არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი.

    ბოლო 3 თვის განმავლობაში:

    • არ გაქვთ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია;
    • 2 თვის მანძილზე არ გაგიკეთებიათ ტატუ;
    • არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;
    • ქალებს ბოლო 6 თვის მანძილზე არ ჰქონიათ ორსულობა.

    დონაციის დღეს, დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი:

    • არ უნდა ჰქონდეს სიცხე.

    სისხლის დონორმა:

    • დონაციის თანხმობის ფორმაში შეტანილ ყველა შეკითხვას გულახდილად უნდა გასცეს პასუხი;
    • სისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია, დილით მსუბუქად წაიხემსოს და მიიღოს ტკბილი ჩაი;
    • სისხლის ჩაბარების დღეს თავი შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან;
    • დონაციის დღეს დონორის იდენტიფიკაციის მიზნით, თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწობა.

    სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდება დეცენტრალიზებულად - თქვენთან ადგილზე მოსვლით. ბრიგადის შემადგენლობაშია: ექიმი ტრანსფუზიოლოგი, ექიმი ლაბორანტი, ექსფუზიონისტი. სისხლის ჩაბარების წინ ტარდება გამოკვლევა სისხლის ჯგუფზე და რეზუსზე, ჰემოგლობინზე.

    ჩაბარებულ სისხლს უტარდება გამოკვლევა სისხლის გზით გადამდებ ინფექციებზე: აივ ინფექცია/შიდსზე, B და C ჰეპატიტებზე, ათაშანგზე.

    გამოკვლევის შედეგები მოგეწოდებათ ინდივიდუალურად, დახურულ კონვერტებში.

    სხვა სიახლეები