BAU რომის საერთაშორისო აკადემია აცხადებს შემდეგ საზაფხულო სკოლებს რომში
BAU რომის საერთაშორისო აკადემია აცხადებს შემდეგ საზაფხულო სკოლებს რომში:
„ვირუსული“ მარკეტინგი + რომის კინემატოგრაფია: ორკვირიანი სასერტიფიკატო კურსი, რომელიც მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ვებ და სოციალური მედიის ზეგავლენა ახალი ტრენდების, რეპუტაციის და ბრენდის ჩამოყალიბებაში. მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ რომს, მის ისტორიულ ღირშესანიშნაობებს, კინემატოგრაფიასა და ტრადიციულ მედიას და ისწავლონ, როგორ შექმნან ეფექტური ვიდეო და ვიზუალური კონტენტი.
სასერტიფიკატო კურსი იწყება 27 ივნისს. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი იღებს 11 კრედიტს. კურსის ღირებულებაა 1200 ევრო.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: http://www.iaracademy.com/wp-content/uploads/2016/03/VIRAL.pdf
მინი მასტერ კლასი ბრენდინგი და ფუფუნება: აღნიშნული კურსი ორიენტირებულა იტალიაში შექმნილი ბრენდების წარმატების ფაქტორზე და მიზნად ისახავს ახსნას მიზეზი, რის გამოც იტალიური ბრენდები აღიქმება როგორც ფუფუნების საგანი.
მინი მასტერ კლასი იწყება 13 ივნისს და გრძელდება 4 კვირა. შედგება სამი მოდულისგან: ბრენდი და ფუფუნება (6 კრედიტი), იტალიური მეწარმეობა (6 კრედიტი), ქალაქი და კულტურა (4 კრედიტი).
სწავლის საფასური შეადგენს 2000 ევროს. აგრეთვე, შესაძლებელია პროგრამის 3 კვირამდე შემცირება, რომლის შემთხვევაში სწავლების საფასური შეადგენს 1500 ევროს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: http://www.iaracademy.com/certificates/bau-rome-summer-school-2016-new/
მინი მასტერ კლასი ხელოვნება და დიზაინი: კურსის მიზანია გამოიკვლიოს იტალიური დიზაინის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, ახსნას იდეიდან პროდუქტის შექმნის პროცესი.
მინი მასტერ კლასი იწყება 11 ივლისს და გრძელდება 4 კვირა. შედგება სამი მოდულისგან: ხელოვნება და დიზაინი (6 კრედიტი), ბრენდი და ფუფუნება (6 კრედიტი) , ქალაქი და კულტურა (4 კრედიტი).
სწავლის საფასური შეადგენს 2000 ევროს. აგრეთვე, შესაძლებელია პროგრამის 3 კვირამდე შემცირება, რომლის შემთხვევაში სწავლების საფასური შეადგენს 1500 ევროს.
დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით შემდეგ ბმულზე: http://www.iaracademy.com/certificates/bau-rome-summer-school-2016-new/
კურსებზე რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა უნდა შეავსონ შემდეგი ფორმა: www.iaracademy.com/certificate-form/
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.