„AI და მდგრადი განვითარების გამოწვევები“ - საჯარო ლექცია
ხელოვნური ინტელექტი და ციფრული ტრანსფორმაცია დღეს ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ისინი განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ ვსწავლობთ, ვმუშაობთ და ვავითარებთ ეკონომიკას. თუმცა, ამ სწრაფ ტექნოლოგიურ ნახტომს მეორე, ნაკლებად შესამჩნევი მხარეც აქვს - მზარდი ეკოლოგიური და სოციალური გამოწვევები.
სწორედ ამ მნიშვნელოვან ბალანსზე იმსჯელეს 14 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. საგანმანათლებლო კვირეულის - „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ - ფარგლებში გამართულ საჯარო ლექციაზე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ქეთევან ნანობაშვილმა შეკრებილ აუდიტორიას საინტერესო ხედვა გაუზიარა თემაზე: „AI და მდგრადი განვითარების გამოწვევები“.
ლექციის მიმდინარეობისას მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, თუ რამხელა ენერგეტიკულ რესურსს მოითხოვს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მუშაობა და გიგანტური მონაცემთა ცენტრები, რაც პირდაპირ აისახება კლიმატურ პროცესებზე. ამასთანავე, საუბარი შეეხო ელექტრონული ნარჩენების მართვის სირთულეებს, ციფრულ უთანასწორობასა და იმ ეთიკურ კითხვებს, რომლებსაც ტექნოლოგიების ასეთი სწრაფი ტემპით დანერგვა აჩენს.
შეხვედრის მთავარი გზავნილი მაინც იმედისმომცემი იყო - გამოსავალი არსებობს და მას „მწვანე IT“ ჰქვია. ქეთევან ნანობაშვილმა აუდიტორიას გააცნო თანამედროვე ეკოლოგიური კონცეფციები და ის ინოვაციური მიდგომები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, ტექნოლოგიური წინსვლა გარემოს დაზიანების გარეშე გავაგრძელოთ.
ლექცია აქტიური დისკუსიით დასრულდა, სადაც დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, პირადად მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.
სხვა სიახლეები
აგვისტო 05, 2026
08:00 AM
CIU აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:
აგვისტო 05, 2026
08:00 AM
სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის გზით აღმავალი ბაზრების პოტენციალის წარმოჩენა“
4-5 აგვისტოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და კანადის ბიზნესისა და აღმავალი ბაზრების აკადემიის (ABEM) ერთობლივი მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის გზით აღმავალი ბაზრების პოტენციალის წარმოჩენა“ გაიმართა.
ივლისი 31, 2026
02:00 PM
ეკატერინე ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
29 ივლისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის ეკატერინე ფიფიას სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „პარტნიორის მიერ შპს-ის წილის მიღება და წილთან დაკავშირებული უფლებამოსილება“.



