კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის პროგრამაზე თერაპიულ სტომატოლოგიაში.
მისაღები ადგილების რაოდენობა: 1;
საბუთების მიღება იწარმოებს 2026 წლის 12 მარტიდან 19 მარტის ჩათვლით.
სართული I, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, საკონტაქტო პირები:
ლელა გრიგოლია, ტელ: 599178709; უჩა მეტრეველი, ტელ: 571197776.
კონკურსანტებთან გასაუბრება გაიმართება 23 მარტს 15:00 საათზე.
რეზიდენტურის პროგრამაზე ჩარიცხვა მოხდება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდაში მიღებული ქულის შესაბამისად. თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება გასაუბრების შედეგებს, სადაც კრიტერიუმები განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) ინგლისური ენის ცოდნა - 2 ქულა;
ბ) კონფერენციებში მონაწილეობა - 2 ქულა;
გ) საექიმო გამოცდილება - 2 ქულა;
დ) მოტივაცია და ზოგადი უნარები - 2 ქულა.
რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგი (მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა);
დ) დიპლომის ასლი;
ე) კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) საექიმო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).