კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
- მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა - 25 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- ფინანსების საბაკალავრო პროგრამა - 10ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა - 20ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამა - 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II, III წელს;
- ინფორმაციული ტექნოლოგიების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა - 10 ადგილი, საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I წელს;
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა არის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის ჩაბარება და 50%-ზე მეტი ზღვარის გადალახვა. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ პირთათვის პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის B1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის ენების ცენტრში აბარებს B1 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
- ბიზნესის ადმინისტრირების სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა (180 კრედიტი) - 10 ადგილი, საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I სემესტრში;
- ბიზნესის ადმინისტრირების სამწლიანი ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა (180 კრედიტი) - 10 ადგილი, საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I სემესტრში; პროგრამაზე დაშვების წინაპირობა არის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის ჩაბარება და 50%-ზე მეტი ზღვარის გადალახვა. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ პირთათვის პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის B1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის ენების ცენტრში აბარებს B1 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
- საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
- საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
- სამართლის საბაკალავრო პროგრამა - 30 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- სამართლის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა: სამართალმცოდნეობის (სამართლის) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
- საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა - 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამა - 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I - IV წელს;
- ინგლისური ენისა და ლიტერატურის საბაკალავრო პროგრამა - 15 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და III სემესტრებში; პროგრამაზე დაშვების წინაპირობა არის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის ჩაბარება და 35%-ზე მეტი ზღვარის გადალახვა.
- საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა - 10 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
- მედიის კვლევები და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
- გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი; საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
- მედიცინის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა - 30 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I-VI წელს; პროგრამაზე დაშვების წინაპირობა არის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენის ჩაბარება. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა დაადასტუროს ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნა (წარმოადგინოს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ან ჩააბაროს გამოცდა უნივერსიტეტის ენების ცენტრში);
- სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი პროგრამა - 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I-V წელს;
- მედიცინის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X, XI, XII სემესტრებში; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის B1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის ენების ცენტრში აბარებს B1 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
- სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I, II, III, IV, V, VI, VII, VIII, IX, X სემესტრებში; პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ინგლისური ენის B1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთის არარსებობის შემთხვევაში, სტუდენტი უნივერსიტეტის ენების ცენტრში აბარებს B1 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
- ქართული მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამა - 20 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I-IV წელს;
- ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამა - 5 ადგილი. საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება შესაძლებელია სწავლების I და II წელს;
- სამართლის სადოქტორო პროგრამა - 1 ადგილი.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:
- ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (ასეთი არარსებობის შემთხვევაში, დოქტორანტობის მსურველი უნივერსიტეტის ენების ცენტრში აბარებს B2 დონის განმსაზღვრელ ტესტს);
- შესაბამის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- კვლევითი პროექტის წარდგენა - გასაუბრების წარმატებით გავლა დარგობრივ კომისიასთან.
მობილობის პირველ ეტაპზე სტუდენტი რეგისტრირდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე students.emis.ge 25 აგვისტოდან 9 სექტემბრის (18 საათამდე) ჩათვლით.
შენიშვნა: მობილობა შესაძლებელია მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელსაც შეესაბამება სტუდენტის მიერ ჩაბარებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ფარგლებში საგანი/საგნები იმ სტუდენტებისთვის, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა 2020 წელს და შემდგომ.
სტუდენტი, რომელიც მობილობის შედეგებით მოიპოვებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია 11 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით და მიმღებ კომისიას წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
საბაკალავრო/ერთსაფეხურიან პროგრამებზე:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ქსეროასლი;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.
სამაგისტრო პროგრამებზე:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;
- 2 ცალი ფოტოსურათი 3X4; ნაბეჭდი და ელექტრონული ვერსია (დისკით);
- სამხედრო აღრიცხვის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
- ბაკალავრის დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი და დიპლომის დანართის ასლი / ცნობა კურსდამთავრებულის შესახებ;
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ამონაწერი მშობლიურ უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
- სტუდენტის სტატუსის ცნობა დამოწმებული ბეჭდით;
- ამონაწერი მშობლიური უნივერსიტეტის სასწავლო ბარათიდან დამოწმებული ბეჭდით.