„სტიპენდიით დაწყებული სტარტაპი“ - შეხვედრა ბიზნესინკუბატორში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესინკუბატორმა ინსპირაციულ შეხვედრას უმასპინძლა თემაზე: „სტიპენდიით დაწყებული სტარტაპი“. ღონისძიება, რომელსაც სტარტაპერი და მარკეტერი მარიამ ჭანკოტაძე უძღვებოდა, მიზნად ისახავდა სტუდენტებში სამეწარმეო სულისკვეთების გაღვივებასა და იმის ჩვენებას, რომ დიდი იდეების რეალიზება მცირე ფინანსური რესურსითაც არის შესაძლებელი.
მარიამ ჭანკოტაძემ დამსწრე საზოგადოებას საკუთარი უნიკალური გამოცდილება გაუზიარა და დეტალურად ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც სტიპენდიის თანხით დაწყებული სტარტაპიდან დღევანდელობამდე გაიარა. მან აღნიშნა, რომ შესაძლებლობები ყოველთვის ბევრად დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ამიტომ პირველ ნაბიჯებს ყოყმანი არ უხდება და საკუთარი თავის რწმენა ხშირად ყველაზე ძლიერი „ინვესტიციაა“ ნებისმიერი დამწყები მეწარმისთვის.
სპიკერმა ყურადღება გაამახვილა პრინციპზე „მიუახლოვდი“, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის რეალურად დაწყების შემდეგ ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი ხდება. მან სტუდენტებს მოუწოდა, შეცდომები აღიქვან როგორც გზის აუცილებელი ნაწილი და არა როგორც დაბრკოლება, და იდეების ქმედებად გადაქცევა ხვალისთვის არ გადადონ.
ღონისძიებას მოდერაცია გაუწია ბიზნესინკუბატორი ხელმძღვანელმა ია ნადირაშვილმა. შეხვედრა, რომელიც პრაქტიკულ რჩევებსა და რეალურ ისტორიებს აერთიანებდა, ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, სპიკერისთვის მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ.
სხვა საერთაშორისო სიახლეები
მაისი 22, 2026
02:00 PM
საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ცხადდება საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი.
მაისი 22, 2026
12:00 PM
CIU-ს სამი წლის ვადით ოთხი პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2026 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ოთხი პროგრამის განხორციელების უფლება სამი წლის ვადით. კერძოდ
მაისი 22, 2026
10:10 AM
რექტორის მრჩეველმა ყაზახეთში საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, რექტორის მრჩეველმა, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა, ყაზახეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ფორუმში „KazNARU გაეროს მოდელირება 2026“. წლევანდელი ღონისძიება ინფორმაციული საზოგადოების მსოფლიო დღეს მიეძღვნა და მისი მთავარი აქცენტი ცენტრალური აზიის გლობალურ პოლიტიკაში არსებულ როლზე გაკეთდა. მოდელირების ძირითად თემას „ციფრული დიპლომატია და რეგიონული თანამშრომლობა: მშვიდობისა და ინოვაციის გზებით“ წარმოადგენდა. ფორუმი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული ყაზახეთის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის, გაეროს ყაზახეთის წარმომადგენლობისა და ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით.