კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ცხადდება საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართლის ფაკულტეტის იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ სამათლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე და აქვთ აქტიური სტატუსი და გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით. კონკურსში ჩასართავად სტუდენტებმა მიმდინარე წლის 5 ივნისამდე ელექტრონულ მისამართზე career@ciu.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
დოკუმენტაციის ნუსხა:
ფაკულტეტის დეკანის ხელმოწერით დამოწმებული სრული ამონაწერი აკადემიური მოსწრებიდან (სასწავლო ბარათი);
სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს ერთი გვერდისა);
კერძო სამართლის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
ელ-ფოსტის თემის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ: „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სტიპენდია.
კონკურსი სამ ეტაპად წარიმართება:
პირველი ეტაპი - სტიპენდიის კანდიდატებისგან დოკუმენტაციის მიღება;
მეორე ეტაპი - ერთობლივ სხდომაზე კანდიდატთა მონაცემების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;
მესამე ეტაპი - „მიგრიაული და პარტნიორების“ ხელმძღვანელი პარტნიორისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მიერ სტიპენდიის სერტიფიკატის გადაცემა.
სტიპენდიის დანიშვნა ხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
სტიპენდიით დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდება
სტუდენტთა აკადემიური მოსწრების, სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობისა და
სამოტივაციო წერილის შედეგების შესაბამისად შემდეგი სისტემით;
სტიპენდიის დანიშნვა ხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში სწავლის განმავლობაში ქულების საერთო შეწონილი ქულის (GPA) რაოდენობა ( მაქსიმუმი 4 ქულა)
სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში სწავლის წინა სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საერთო შეწონილი ქულის (GPA) რაოდენობა ( მაქსიმუმი 4 ქულა)
კერძო სამართლის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობა-შეფასდება არაუმეტეს 1 ქულით, თითო პუბლიკაცია კერძო სამართლის მიმართულებით არაუმეტეს 0.2 ქულა თითო კონფერენცია არაუმეტეს 0.2 ქულა
სამოტივაციო წერილი - არაუმეტეს 1 ქულით
კომისია იხელმძღვანელებს სტუდენტის მიერ მოწოდებული დოკუმენტებით.
ბეჭდური გამოცემის შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს პუბლიკაციის ასლი, თავფურცლისა და სარჩევის დართვით; კონფერენციაში მონაწილეობის შემთხვევაში – კონფერენციის პროგრამა და მონაწილის სერტიფიკატი.
თუ სტიპენდიის კანდიდატებმა დააგროვეს თანაბარი ქულები, უპირატესობა მიენიჭება მაღალი GPA –ს (სრული სწავლების) მქონე სტუდენტს.
სტიპენდია არ გაიცემა:
ბაკალავრიატის პირველი სასწავლო წლის სტუდენტზე;
სტუდენტზე, რომელსაც უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე გავლილი აქვს პროგრამისთვის განსაზღვრულ პერიოდზე მეტი (დამატებითი სემესტრი);
სტუდენტზე, რომელსაც გავლილი აქვს პროგრამით გათვალისწინებული სემესტრულ დატვირთვაზე ნაკლები კრედიტები;
სტუდენტზე, რომელსაც აქვს 50%-იანი და ნაკლები დასწრება როინ მიგრიაულის მიერ ჩატარებულ ლექციებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურს. ტელეფონი: (+995 32) 2022 115; (+995 32) 2611 298. (შიდა - 220)