ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
აღნიშნული ინიციატივა უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მარკეტინგისა და უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაციის სამსახურისა და სტუდენტ მენტორთა სამსახურის ერთობლივი ორგანიზებით განხორციელდა.
ღონისძიებაზე, რომელშიც ქართველი და უცხოელი სტუდენტები მონაწილეობდნენ, განსაკუთრებული აქცენტი ქართული ეროვნული სამოსის, ტრადიციული მუსიკისა და ცეკვის პოპულარიზაციაზე გაკეთდა. აღსანიშნავია, რომ უცხოელმა სტუდენტებმა განსაკუთრებული ინტერესი და პატივისცემა გამოხატეს მასპინძელი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მიმართ.
პროგრამის ფარგლებში ქართველმა სტუდენტებმა სამი ტრადიციული ცეკვა შეასრულეს: „დავლური“ (ოპერიდან „დაისი“); „ლაზური“; „მთიულური“, რომლის შესრულებაშიც, ქართველ სტუდენტებთან ერთად, წარმოშობით ინდოელი სტუდენტიც ჩაერთო.
მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ანსამბლმა „კავკასიელი“, ბეჟან წინწალაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ქართული ტრადიციული რეპერტუარი წარუდგინა.
ღონისძიებაზე ქართულ კულტურასთან ერთად წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციებიც. კერძოდ, ლიბანელმა, სუდანელმა და ინდოელმა სტუდენტებმა საკუთარი ეროვნული ცეკვები შეასრულეს და დამსწრე აუდიტორიას თავიანთი ქვეყნების კულტურული თვითმყოფადობა გააცნეს.
საღამოს მოდერაციას უძღვებოდა ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურის სპეციალისტი, სტუდენტ-მენტორთა სამსახურის ხელმძღვანელი, თათია კოკობინაძე და ვიცე-მენტორი ნეგისადათ მოზაფარნეზადი.
ორგანიზატორების შეფასებით, მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უნივერსიტეტში ინტერნაციონალიზაციის პროცესს, ამყარებს მეგობრულ კავშირებს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს შორის და ქმნის ერთიან, მულტიკულტურულ საგანმანათლებლო სივრცეს.
სხვა საერთაშორისო სიახლეები
მაისი 22, 2026
02:00 PM
საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ცხადდება საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ სახელობითი სასტიპენდიო კონკურსი.
მაისი 22, 2026
12:00 PM
CIU-ს სამი წლის ვადით ოთხი პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს 2026 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად, შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა ოთხი პროგრამის განხორციელების უფლება სამი წლის ვადით. კერძოდ
მაისი 22, 2026
10:40 AM
„სტიპენდიით დაწყებული სტარტაპი“ - შეხვედრა ბიზნესინკუბატორში
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესინკუბატორმა ინსპირაციულ შეხვედრას უმასპინძლა თემაზე: „სტიპენდიით დაწყებული სტარტაპი“. ღონისძიება, რომელსაც სტარტაპერი და მარკეტერი მარიამ ჭანკოტაძე უძღვებოდა, მიზნად ისახავდა სტუდენტებში სამეწარმეო სულისკვეთების გაღვივებასა და იმის ჩვენებას, რომ დიდი იდეების რეალიზება მცირე ფინანსური რესურსითაც არის შესაძლებელი.