• dateმაისი 20, 2026
    time10:00 AM

    CIU-ს ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი ფარეშიშვილმა ყაზახეთში საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი, პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი და ასოცირებული პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. მან ქალაქ ალმატში მონაწილეობა მიიღო მეექვსე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „ჩინეთი და შეერთებული შტატები ცენტრალურ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიაში“.

    ტურანის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ ღონისძიებაზე გიორგი ფარეშიშვილმა წარადგინა მოხსენება თემაზე: „რელიგია, რბილი ძალა და ლეგიტიმაციის ნარატივები: საქართველო დასავლურ და აღმოსავლურ გავლენის სფეროებს შორის“. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილი აღნიშნული ნაშრომი მაღალი აკადემიური დონის SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში ინდექსირებულ ჟურნალში გამოქვეყნდება.

    ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრები. გიორგი ფარეშიშვილი შეხვდა ტურანის უნივერსიტეტის ევრაზიული კვლევების ცენტრის დირექტორს, პროფესორ ალბერტ კამალოვს და კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარეს, კაპადოკიის უნივერსიტეტის პროფესორ ტურგულ კესკინს. შეხვედრებზე მხარეებმა უნივერსიტეტებს შორის სამომავლო აკადემიური ურთიერთობების პერსპექტივები და თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

    სხვა საერთაშორისო სიახლეები