• dateსექტემბერი 22, 2026
    time10:00 AM

    ვორქშოპების სერია

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება ინტერაქციული ვორქშოპების სერია პიროვნული ზრდისა და კარიერული განვითარებისთვის. 

    აღნიშნული პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ თვითშემეცნება, გააცნობიერონ საკუთარი შინაგანი რესურსები, განავითარონ თვითეფექტიანობისა და პასუხისმგებლობის უნარები და ისწავლონ კრიზისული სიტუაციების პიროვნულ შესაძლებლობებად გარდაქმნა. პროექტი ორიენტირებულია სტუდენტების მხარდაჭერაზე, რათა მათ შეძლონ დასახული მიზნების ეფექტიანი მიღწევა, თავდაჯერებულობის ამაღლება და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო საკვანძო კომპეტენციების ჩამოყალიბება.

    რას გთავაზობს ვორქშოპების სერია?

    ოთხი შეხვედრის განმავლობაში ეტაპობრივად განვიხილავთ შემდეგ თემებს:

    • 22 სექტემბერი, 14:00, აუდიტორია 101 - „როგორ ვიყო ის, ვინც ვარ“ - თვითშემეცნება, საკუთარი თავის გაცნობიერება და ავთენტურობის აღმოჩენა;
    • 23 სექტემბერი, 14:00, აუდიტორია 101 - „კრიზისი, როგორც ზრდის წერტილი“ - რთული სიტუაციების ახალი პერსპექტივიდან დანახვა და მათი განვითარების შესაძლებლობად გარდაქმნა;
    • 28 სექტემბერი, 14:00, აუდიტორია 101 - „რწმუნებულებები VS ღირებულებები“ - პირადი რწმუნებულებებისა და ღირებულებების გააზრება და მათი გავლენა ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებსა თუ ქცევებზე;
    • 29 სექტემბერი, 14:00, აუდიტორია 101 - „თავდაჯერებულობა - გზა წარმატებისა და კეთილდღეობისკენ“ - შინაგანი ძალის გაძლიერება, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და პიროვნული კეთილდღეობის მიღწევა.

    პროექტს გაუძღვება თამარ ჯანიაშვილი - სერტიფიცირებული Soft Skills ტრენერი, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წევრი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი (EPC) და ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების სტუდია „Happy Place“-ის დამფუძნებელი.

    პროექტის ფარგლებში, 5 სტუდენტს წილად ხვდება შესაძლებლობა, გაიაროს ინდივიდუალური ქოუჩ-სესია ტრენერთან, რაც მათ პიროვნული და პროფესიული მიზნების უკეთ გააზრებასა და ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავებაში დაეხმარება.

    დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 17 სექტემბრისა. 

    სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/sZBsP 

    სხვა განცხადებები