ვორქშოპების სერია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება ინტერაქციული ვორქშოპების სერია პიროვნული ზრდისა და კარიერული განვითარებისთვის.
აღნიშნული პრაქტიკული საგანმანათლებლო პროგრამა მონაწილეებს შესაძლებლობას მისცემს გაიღრმავონ თვითშემეცნება, გააცნობიერონ საკუთარი შინაგანი რესურსები, განავითარონ თვითეფექტიანობისა და პასუხისმგებლობის უნარები და ისწავლონ კრიზისული სიტუაციების პიროვნულ შესაძლებლობებად გარდაქმნა. პროექტი ორიენტირებულია სტუდენტების მხარდაჭერაზე, რათა მათ შეძლონ დასახული მიზნების ეფექტიანი მიღწევა, თავდაჯერებულობის ამაღლება და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო საკვანძო კომპეტენციების ჩამოყალიბება.
რას გთავაზობს ვორქშოპების სერია?
ოთხი შეხვედრის განმავლობაში ეტაპობრივად განვიხილავთ შემდეგ თემებს:
- 22 სექტემბერი, 14:00, აუდიტორია 101 - „როგორ ვიყო ის, ვინც ვარ“ - თვითშემეცნება, საკუთარი თავის გაცნობიერება და ავთენტურობის აღმოჩენა;
- 23 სექტემბერი, 14:00, აუდიტორია 101 - „კრიზისი, როგორც ზრდის წერტილი“ - რთული სიტუაციების ახალი პერსპექტივიდან დანახვა და მათი განვითარების შესაძლებლობად გარდაქმნა;
- 28 სექტემბერი, 14:00, აუდიტორია 101 - „რწმუნებულებები VS ღირებულებები“ - პირადი რწმუნებულებებისა და ღირებულებების გააზრება და მათი გავლენა ჩვენს ყოველდღიურ გადაწყვეტილებებსა თუ ქცევებზე;
- 29 სექტემბერი, 14:00, აუდიტორია 101 - „თავდაჯერებულობა - გზა წარმატებისა და კეთილდღეობისკენ“ - შინაგანი ძალის გაძლიერება, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და პიროვნული კეთილდღეობის მიღწევა.
პროექტს გაუძღვება თამარ ჯანიაშვილი - სერტიფიცირებული Soft Skills ტრენერი, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წევრი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი (EPC) და ფიზიკური და მენტალური გაჯანსაღების სტუდია „Happy Place“-ის დამფუძნებელი.
პროექტის ფარგლებში, 5 სტუდენტს წილად ხვდება შესაძლებლობა, გაიაროს ინდივიდუალური ქოუჩ-სესია ტრენერთან, რაც მათ პიროვნული და პროფესიული მიზნების უკეთ გააზრებასა და ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავებაში დაეხმარება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია არაუგვიანეს 17 სექტემბრისა.
სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/sZBsP
სხვა განცხადებები
სექტემბერი 30, 2026
10:00 AM
შეხვედრა: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“
🕓 30 სექტემბერი / 14:00 საათი / აუდიტორია 401
სექტემბერი 26, 2026
08:00 AM
CIU მედიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობს
2026 წლის 25–27 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში“, რომლის თანაორგანიზატორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
სექტემბერი 24, 2026
10:00 AM
შეხვედრა: „სამუშაოს ძიება სტრატეგიით - როგორ მოემზადოს სტუდენტი პირველი რეალური სამსახურისთვის“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე: „სამუშაოს ძიება სტრატეგიით - როგორ მოემზადოს სტუდენტი პირველი რეალური სამსახურისთვის“.