• dateსექტემბერი 07, 2026
    time08:00 AM

    სასერტიფიკატო კურსი - „ხიდი განათლებაში“

    banner

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სასერტიფიკატო კურსი „ხიდი განათლებაში“ გაიმართება, რომელსაც განათლების ექსპერტი, პროფესიული განათლების სპეციალისტი და კარიერული კონსულტანტი თეა ცომაია გაუძღვება.

    კურსი განკუთვნილია პედაგოგებისთვის, ლექტორებისთვის, პროფესიული განათლების სპეციალისტებისთვის, ტრენერებისთვის, ზრდასრულთა განათლების პრაქტიკოსებისა და პიროვნული თუ პროფესიული განვითარებით დაინტერესებული პირებისთვის.

    📚 კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:

    • თანამედროვე საგანმანათლებლო ეკოსისტემებს;

    • ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრირების მექანიზმებს;

    • მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლის (Lifelong Learning) პრინციპებს;

    • საგანმანათლებლო სისტემებსა და დონეებს შორის კავშირებს;

    • ჰოლისტური განვითარების პრაქტიკულ ასპექტებს.

    📅 ხანგრძლივობა: 3 დღე - ჯამში 6 აკადემიური საათი

    💳 ღირებულება: 100 ლარი

    🏆 კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

    🎓 CIU-ს სტუდენტებისთვის, კურსდამთავრებულებისა და თანამშრომლებისთვის მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება.

    📌 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2026

    კურსი ოქტომბრის პირველ ნახევარში განხორციელდება. რეგისტრირებულ მონაწილეებს სასწავლო პროცესისა და განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაცია ელექტრონულ ფოსტაზე ოქტომბრის დასაწყისში გაეგზავნებათ.

    📩 დამატებითი კითხვებისთვის: Career@ciu.edu.ge

    🔗 სარეგისტრაციო ფორმა:

    https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScsBtDdBip145X9XR-75CTMC2LZHkuNXP_pe5xDxU2GldtxeQ/viewform 

    სხვა განცხადებები