შეხვედრა: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“

🕓 30 სექტემბერი / 14:00 საათი / აუდიტორია 401
🎓 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით, გაიმართება საჯარო შეხვედრა თემაზე: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“
🎙️ სპიკერი: მარიამ კახნიაშვილი - Career & Business Development Trainer, Jobify-ის Commercial Director.
💡 შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება:
🔹 თანამედროვე, სწრაფად ცვალებად და კონკურენტულ შრომის ბაზარზე ინდივიდუალური პოზიციონირების მნიშვნელობა;
🔹 პერსონალური რეპუტაციის, ეფექტური კომუნიკაციის, საკუთარი სტილისა და თანმიმდევრულობის როლი პროფესიული იდენტობის ფორმირებაში;
🔹 საკუთარი გამოცდილების, უნარებისა და ძლიერი მხარეების სწორად წარმოჩენის გზები;
🔹 პროფესიული ონლაინ-იმიჯის შექმნის მეთოდოლოგია;
🔹 LinkedIn-ის პლატფორმის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების ტექნიკები;
🔹 კარიერული შესაძლებლობების გაფართოების გზები.
🎓 ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან პრაქტიკულ სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც დამსაქმებლისთვის გამორჩეულ და სასურველ კანდიდატად წარმოჩენაში დაეხმარებათ.
✨ ღონისძიება სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, მიიღონ ღირებული რჩევები, გააძლიერონ პირადი ბრენდი და გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯი პროფესიული აღიარებისა და წარმატებისკენ.
სხვა განცხადებები
ნოემბერი 09, 2026
07:00 AM
დასაქმების ფორუმი 2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 9 ნოემბერს, 11:00-დან 15:00 საათამდე, გაიმართება მასშტაბური დასაქმების ფორუმი.
ოქტომბერი 23, 2026
10:00 AM
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი რობოტული ქირურგიის სიმულაციურ ტრენინგს უმასპინძლებს!
Medibridge Global-ის ორგანიზებითა და CIU-ს მხარდაჭერით, 23, 24 და 25 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართება ინოვაციური რობოტული ქირურგიის სიმულაციური ტრენინგი.
ოქტომბერი 20, 2026
07:00 AM
გამომცემლობა „პალიტრა L”-ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა CIU-ში
20 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფოიეში 11:00-დან 16:00 საათამდე, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, გამომცემლობა „პალიტრა L“-ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.