• dateივნისი 12, 2026
    time10:00 AM

    პროგრამა „STUDENT LAB“ პრეზენტაცია

    banner

    12 ივნისი / 14:00 / აუდიტორია 408

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, სტუდენტებისთვისა და კურსდამთავრებულებისთვის გაიმართება საჯარო შეხვედა. ღონისძიება ეძღვნება სტუმარ-მასპინძლობის დინამიკურ ინდუსტრიას, რომელიც ახალგაზრდა ტალანტებს განვითარების უნიკალურ პერსპექტივებს სთავაზობს. შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დეტალურად გაეცნონ თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს, რეალურ სამუშაო გარემოსა და იმ კრიტერიუმებს, რომლებიც ამ სფეროში წარმატების მიღწევის წინაპირობას წარმოადგენს.

    აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ, უნივერსიტეტის სტუდენტებს კომპანია „GMT/HOSPITALITY“-ის ტალანტების მოზიდვისა და დამსაქმებლის ბრენდინგის უფროსი მენეჯერი, გიორგი ხარატიშვილი შეხვდება. მოწვეული სპიკერი დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებს კომპანიის პერსპექტივიდან დანახული ინდუსტრიის რეალურ სურათს, მიმდინარე გლობალურ ტენდენციებს, მთავარ გამოწვევებსა და იმ სტრატეგიულ შესაძლებლობებს, რომლებიც დღეს ბაზარზე არსებობს.

    შეხვედრის ერთ-ერთ ცენტრალური ნაწილი დაეთმობა ახალი სტუდენტური პროგრამის - „Student Lab“-ის პრეზენტაცია. ეს ინოვაციური პროექტი სპეციალურად ახალგაზრდა ტალანტების მხარდასაჭერად შეიქმნა და სტუდენტებს აძლევს უნიკალურ შანსს, ეფექტურად დაიწყონ და დაგეგმონ საკუთარი კარიერული გზა წამყვან კომპანიაში. პრეზენტაციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება შერჩევის სპეციფიკაზე, კერძოდ, იმ პრაქტიკულ უნარებსა და პიროვნულ მიდგომებზე, რომლებსაც დამსაქმებელი პოტენციურ კანდიდატებში ეძებს.

    სხვა განცხადებები