იმიტირებული გამოცდები CIU-ში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ცოდნა ეროვნულ გამოცდებამდე გამოსცადონ და იმიტირებულ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა.
CIU-ში გამოცდები ორი დღის განმავლობაში, როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ ფორმატში ჩატარდება.
20 ივნისი (შაბათი) - ისტორია
21 ივნისი (კვირა) - ინგლისური ენა
აბიტურიენტი სასურველ ფორმატს (Online / Offline) რეგისტრაციის დროს აირჩევს. ფიზიკურ ფორმატში გამოცდები CIU-ში ჩატარდება, ხოლო ზუსტი დროისა და განრიგის შესახებ რეგისტრირებული მონაწილეები SMS შეტყობინებას მიიღებენ.
იმიტირებულ გამოცდებში მონაწილეობა უფასოა.
გამოსცადე საკუთარი თავი ეროვნულ გამოცდებამდე და იყავი თავდაჯერებული!
დარეგისტრირდი ახლავე: https://shorturl.at/VUkQG
CIU გისურვებთ წარმატებას!
სხვა განცხადებები
სექტემბერი 26, 2026
08:00 AM
CIU მედიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობს
2026 წლის 25–27 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „მედიის კვლევები კომუნიკაციური ტრანსფორმაციის ეპოქაში“, რომლის თანაორგანიზატორია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ივლისი 15, 2026
11:00 AM
პროექტის - „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ - პრეზენტაცია
15 ივლისს, 15:00 საათზე გაიმართება შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტისა და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის მორიგი ერთობლივი პროექტის - „ქართული ორიგინალური დრამატურგიის ასწლეული“ - პრეზენტაცია.
ივლისი 03, 2026
08:00 AM
„AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“ - საგანმანათლებლო კვირეული
ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (16 ივლისი), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი გიწვევთ AI-სადმი მიძღვნილ საგანმანათლებლო ღონისძიებების სერიაზე - „AI ეკოსისტემა: ცოდნიდან ინოვაციამდე“;