მასტერკლასი თემაზე: „ღვინის შენახვა და სერვირება“

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) და საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ცხადდება მიღება მასტერკლასზე - „ღვინის შენახვა და სერვირება“. მასტერკლასი ხორციელდება მეღვინეობა „ეთნო ოკამთან“, „ნაბერაული ვაინსთან“, მარანი „ჯორჯინოსთან“, მარანი „ალაფიანისთან“ და „მანას ღვინოსთან“ პარტნიორობით.
I - შეხვედრა
შეხვედრის თარიღი/დრო: 28 მაისი, 19:00- 21:00 სთ. (2 საათი);
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2).
II - შეხვედრა
შეხვედრის თარიღი/დრო: 1 ივნისი, 11:00-13:00 სთ. (2 საათი);
შეხვედრის ადგილი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი (ურეკის ქ. №2).
მასტერკლასს გაუძღვება მეღვინე-კონსულტანტი, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი, შპს „ეთნო ოკამის“ მთავარი მეღვინე, შპს „სფრინგ ფილდსის“ დამფუძნებელი, შპს „ღვინის კომპანია შუმის“ შეფსომელიე, Gault & Millau საქართველო - წლის სომელიე 2023 - საბა ქიტიაშვილი.
მასტერკლასის ღირებულება: 85 ლარი
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/WNKzxVnmsNYqCDsr5
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 21.05.2024
სერტიფიკატი: მონაწილეებს გადაეცემა „საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის (GETA)“ და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ulll@ciu.edu.ge
მასტერკლასის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას, ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, შეცვალოს ან გააუქმოს კურსის დაწყების თარიღი, რის შესახებაც დამატებით ეცნობებათ კურსზე დარეგისტრირებულ მსმენელებს.
სხვა ტრენინგები
აპრილი 26, 2024
01:00 PM
ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასი
აპრილი 28, 2022
02:10 PM
„შრომის სამართლის“ ტრენინგკურსი
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) გიწვევთ „შრომის სამართლის“ ტრენინგკურსზე
აპრილი 04, 2022
02:18 PM
პროექტის მართვა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ ტრენინგკურსზე - „პროექტის მართვა“.