ვახტანგ მაისაიასა და ალიკა გუჩუას სამეცნიერო ვიზიტი პოლონეთში

27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პოლონეთის რესპუბლიკაში სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები - გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ მაისაია და CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, CIU-ს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა.
სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში, 27-30 ნოემბერს, ქალაქ რჟეშოვში, გაიმართა მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „კავკასია ახალ მსოფლიო წესრიგში“, რომლის თანაორგანიზატორი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. აღნიშნულ კონფერენციაში CIU-ს პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს როგორც ძირითადმა მომხსენებლებმა.
ვახტანგ მაისაიამ მოხსენება წარადგინა თემაზე: „კავკასიის გეოსტრატა და ქართული გეოპოლიტიკური სკოლის ახალი რეალიები 21-ე საუკუნის საერთაშორისო პოლიტიკაში“, ხოლო ალიკა გუჩუამ მოხსენება წარადგინა „სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკა ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში“ თემაზე. ასევე, კონფერენციის ფარგლებში გაიმართა საერთაშორისო საექსპერტო სემინარი და პანელური დისკუსია თემაზე: „სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების პოლიტიკა ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში“.
1-2 დეკემბერს ვახტანგ მაისაიას და ალიკა გუჩუას ვიზიტი გაიმართა სამეცნიერო-კვლევით პროექტებთან დაკავშირებით ოსტროვიეც-შვიეტოკრჟისკში, იოზეფ გოლუხოვსკის სახელობის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. შეხვედრები შედგა აღნიშნული უნივერსიტეტის რექტორთან პაველ გოტოვეცკისთან, სადაც განხილული იყო უნივერსიტეტებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ახალი პროექტები და Erasmus+ გაცვლითი პროგრამები. შეხვედრა გაიმართა ასევე ამავე უნივერსიტეტის სოციალურ და ტექნიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ პრჟემისლაც ფურგაშთან, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა პრჟემისლაც ფურგაშისა და ალიკა გუჩუას ერთობლივი მონოგრაფის გამოცემა პოლონეთში - „გეოეკონომიკური უსაფრთხოება: თეორია და პრაქტიკა“ თემაზე. ასევე, ვახტანგ მაისაია და იოზეფ გოლუხოვსკსის
სხვა სიახლეები
დეკემბერი 29, 2025
01:30 PM
CIU-ს სტუდენტი ნიკოლოზ ხარაზიშვილი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონია
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ ხარაზიშვილი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონია, მან 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზა, ფინალურ ორთაბრძოლაში კი თორნიკე ფოლადაშვილი დაამარცხა და ქვეყნის პირველობაზე გამარჯვება იზეიმა.
დეკემბერი 29, 2025
01:00 PM
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში FC CIU-ს ხუთი ფეხბურთელი ითამაშებს
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობაში FC CIU-ს 5 ფეხბურთელი ითამაშებს. ეროვნული ნაკრების ღირსებას საბა ტყეშელაშვილი, ჯანიკო გიორგაია, გიორგი ჩიმაკაძე, არჩილ სებისკვერაძე და ალი ასლანი დაიცავენ.
დეკემბერი 29, 2025
12:30 PM
ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE)
26 დეკემბერს მედიცინის ფაკულტეტის XII სემესტრის სტუდენტებისთვის პროფესიული მომზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი შედგა. საგნის „შემაჯამებელი კლინიკური უნარების“ ფარგლებში, მომავალმა მედიკოსებმა 12-სადგურიანი „ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა“ (OSCE) ჩააბარეს. ეს ფორმატი სტუდენტებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში მყისიერად გამოყენებას მოითხოვდა.