CIU-ს სტუდენტი ნიკოლოზ ხარაზიშვილი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონია

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ ხარაზიშვილი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონია, მან 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში იასპარეზა, ფინალურ ორთაბრძოლაში კი თორნიკე ფოლადაშვილი დაამარცხა და ქვეყნის პირველობაზე გამარჯვება იზეიმა.
ფინალამდე ხარაზიშვილმა ნიკოლოზ შველიძეს, თეოდორე გელაშვილს, ზურაბ ჩაგელიშვილსა და ნიკოლოზ ზაალიშვილს აჯობა, ხოლო ოქროს მედლისთვის ბრძოლაში თორნიკე ფოლადაშვილთან იპონით გაიმარჯვა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნიკოლოზ ხარაზიშვილს ულოცავს გამარჯვებას და სპორტულ კარიერაში წარმატებებს უსურვებს.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 29, 2025
01:00 PM
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში FC CIU-ს ხუთი ფეხბურთელი ითამაშებს
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობაში FC CIU-ს 5 ფეხბურთელი ითამაშებს. ეროვნული ნაკრების ღირსებას საბა ტყეშელაშვილი, ჯანიკო გიორგაია, გიორგი ჩიმაკაძე, არჩილ სებისკვერაძე და ალი ასლანი დაიცავენ.
დეკემბერი 29, 2025
12:30 PM
ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE)
26 დეკემბერს მედიცინის ფაკულტეტის XII სემესტრის სტუდენტებისთვის პროფესიული მომზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი შედგა. საგნის „შემაჯამებელი კლინიკური უნარების“ ფარგლებში, მომავალმა მედიკოსებმა 12-სადგურიანი „ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა“ (OSCE) ჩააბარეს. ეს ფორმატი სტუდენტებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში მყისიერად გამოყენებას მოითხოვდა.
დეკემბერი 29, 2025
12:00 PM
ვახტანგ მაისაიასა და ალიკა გუჩუას სამეცნიერო ვიზიტი პოლონეთში
27 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით პოლონეთის რესპუბლიკაში სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები - გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ვახტანგ მაისაია და CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, CIU-ს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ხელძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ალიკა გუჩუა.