• dateდეკემბერი 29, 2025
    time12:30 PM

    ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (OSCE)

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    26 დეკემბერს მედიცინის ფაკულტეტის XII სემესტრის სტუდენტებისთვის პროფესიული მომზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი შედგა. საგნის „შემაჯამებელი კლინიკური უნარების“ ფარგლებში, მომავალმა მედიკოსებმა 12-სადგურიანი „ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა“ (OSCE) ჩააბარეს. ეს ფორმატი სტუდენტებისგან მაქსიმალურ კონცენტრაციასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში მყისიერად გამოყენებას მოითხოვდა.

    საგამოცდო პროცესი მრავალფეროვანი იყო: თითოეულ სადგურზე სტუდენტებს ინდივიდუალური კლინიკური შემთხვევები დახვდათ, სადაც მათ პაციენტთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, რთული დიფერენციალური დიაგნოზის დასმა და სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციის ტექნიკურად ზუსტი შესრულება ევალებოდათ.

    აღნიშნული გამოცდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის რეალურ სამედიცინო გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში ამოწმებს სტუდენტების მზაობას დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობისთვის.
     

    სხვა სიახლეები