CIU მედიცინის ფაკულტეტი გლობალური სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში იწყებს USMLE STEP 1-ის მოსამზადებელი კურსს, რომელიც მსურველებს მისცემს შესაძლებლობას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოემზადონ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამედიცინო სალიცენზიო გამოცდისთვის.
USMLE (United States Medical Licensing Examination) STEP 1 წარმოადგენს აშშ-ში სამედიცინო რეზიდენტურის პროგრამებში ჩართვის ერთ-ერთ აუცილებელ ეტაპს.
CIU-ის მოსამზადებელი პროგრამა შექმნილია USMLE-ის ოფიციალური საგამოცდო სტანდარტებისა და თანამედროვე საერთაშორისო სასწავლო მეთოდოლოგიის საფუძველზე.
კურსს უძღვებიან ლექტორები, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს USMLE-ის ყველა საფეხური (Step 1, Step 2 CK, Step 3)
კურსის ძირითადი უპირატესობები:
✅ სწავლება USMLE STEP 1,2,3
✅ მოდულური სასწავლო სისტემა
✅ სწავლება მცირე ჯგუფებში, ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველსაყოფად;
✅ ინტეგრირებული სწავლება საბაზისო და კლინიკური მეცნიერებების მიმართულებით;
✅ USMLE-ის ფორმატზე მორგებული საცდელი გამოცდები (Mock Exams);
✅ გამოცდის სტრატეგიებისა და კითხვების ამოხსნის პრაქტიკული ტრენინგი;
✅ თანამედროვე სასწავლო რესურსებისა და საერთაშორისო საგამოცდო მასალების გამოყენება.
ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
პროგრამა განკუთვნილია მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო და ქართველი სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც გეგმავენ აშშ-ში რეზიდენტურის პროგრამებში მონაწილეობას და საერთაშორისო კარიერის განვითარებას.
👉 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
(+995 32) 2 022115 (შიდა - 143)
Email: usmle@ciu.edu.ge