• dateივლისი 31, 2026
    time01:00 PM

    CIU-ს წარმომადგენლები ლა რიოხას უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო Staff Week-ზე

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    13–17 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენლები ესპანეთში, ლა რიოხას უნივერსიტეტში (Universidad de La Rioja) გამართულ International Staff Week-ზე მონაწილეობდნენ.

    პროგრამის ფარგლებში მონაწილეები დაესწრნენ საერთაშორისო მობილობის, ინტერნაციონალიზაციის, Erasmus+ პროგრამის, საერთაშორისო პარტნიორობის განვითარებისა და საგრანტო შესაძლებლობების საკითხებისადმი მიძღვნილ სესიებსა და ვორქშოფებს, სადაც წარმოდგენილი იყო ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკა საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. შეხვედრებისა და დისკუსიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო პროექტების განვითარებასა და ახალი პარტნიორული ინიციატივების დაგეგმვას.

    ვიზიტის ფარგლებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან გამართეს სამუშაო შეხვედრები, რომელთა დროსაც დაიგეგმა სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის Erasmus+ საერთაშორისო მობილობების გაფართოება და ახალი თანამშრომლობის მიმართულებების განვითარება.

    Staff Week-ის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრა EU-GIFT (European University for Geographical Identity as a driver for food systems and Transition to sustainability)-ის კოორდინატორთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, როგორც EU-GIFT-ის ასოცირებული პარტნიორის, კონსორციუმის საქმიანობაში უფრო აქტიური ჩართულობის შესაძლებლობები, ერთობლივ საერთაშორისო ინიციატივებსა და პროექტებში მონაწილეობის პერსპექტივები, ასევე აკადემიური თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები.

    ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებმა ასევე დაათვალიერეს ლა რიოხას უნივერსიტეტის სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურა, გაეცნენ უნივერსიტეტის საერთაშორისო საქმიანობის მოდელს და დაამყარეს ახალი პროფესიული კონტაქტები სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. ამასთან, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ Instituto de Ciencias de la Vid y del Vino (Institute of Grapevine and Wine Sciences – ICVV) სამეცნიერო-კვლევით ცენტრს, სადაც გაეცნენ მევენახეობისა და მეღვინეობის სფეროში მიმდინარე თანამედროვე კვლევებსა და სამეცნიერო საქმიანობას. ვიზიტის ფარგლებში ასევე მოინახულეს სანერგე მეურნეობა Viveros Provedo, სადაც გაეცნენ ვაზის ნერგების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პრაქტიკას.

    აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ახალი მობილობების განვითარებას, საერთაშორისო პროექტებში აქტიურ მონაწილეობასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებას.

    სხვა სიახლეები