გაცვლითი პროგრამა იაგელონიის უნივერსიტეტში (კრაკოვი, პოლონეთი)

2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ იაგელონიის უნივერსიტეტში.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და სამართლის ფაკულტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.
აკადემიური მობილობის ფარგლებში მოხდება შესაბამისი განვლილი კურსებისა და კრედიტქულების აღიარება.
სასწავლო კურსების ჩამონათვალი იხილეთ : https://internationalstudents.uj.edu.pl/en_GB/wymiany/kursy
სწავლის ხანგრძლივობა: 1 სემესტრი (2026-2027 წლის გაზაფხულის სემესტრი)
საკონკურსო ადგილი: 2
საბუთების წარდგენის ბოლო ვადა: 30 სექტემბერი, 2026 წ.
სააპლიკაციო დოკუმენტების (pdf ფორმატით) მიღება ხდება საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ელ.ფოსტაზე:
სააპლიკაციო დოკუმენტები:
- პასპორტის ასლი
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- CV (ინგლისურ ენაზე)
შერჩევის პროცედურა:
- სააპლიკაციო დოკუმენტების გადარჩევა
- გასაუბრება შიდასაუნივერსიტეტო კომისიასთან
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:
- მოტივაცია
- აკადემიური მოსწრება
- ენობრივი კომპეტენცია
ფინანსური პირობები:
- ამ პროექტის ფარგლებში სტუდენტები იაგელონიის უნივერსიტეტში განთავისუფლებულები არიან სწავლის საფასურის გადახდისაგან, იხდიან CIU-ში ჩვეულ რეჟიმში.
- მგზავრობისა და ადგილზე ცხოვრების ხარჯებს სტუდენტები თავად ფარავენ.
საუნივერსიტეტო სტუდენტთა სემესტრული მობილობის (გაცვლითი) პროგრამებისთვის უნივერსიტეტი შემოიღებს დაფინანსების შემდეგ სქემებს:
წინაპირობა | წახალისება | |
1 | კონკურსს შედეგების მიხედვით 1 ადგილზე გასვლა + მინ. GPA 3,5 | სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + საცხოვრებლის თანადაფინანსება თვეში 100 ევროს ფარგლებში (5თვე) + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 5 საგნის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
2 | კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,2 | სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
3 | კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,0 | სემესტრული სწავლის საფასური + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
4 | კონკურსს შედეგების მიხედვით შერჩეული + მინ. GPA 2,5 | პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
სხვა სიახლეები
სექტემბერი 10, 2026
11:15 AM
გაცვლითი პროგრამა ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი)
2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ლოძის უნივერსიტეტში.
სექტემბერი 10, 2026
10:15 AM
პოლონური ენის ინტენსიური კურსი
ხარ დაინტერესებული პოლონური ენის ინტენსიური სწავლით?
სექტემბერი 10, 2026
10:00 AM
პოლონური ენის სამედიცინო კურსი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გსურს ინტენსიურად შეისწავლო პოლონური ენა სამედიცინო ტერმინოლოგიის ელემენტებით?