გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა (YPP)

გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა (UN Young Professionals Program - YPP) ყოველწლიური დასაქმების ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა პროფესიონალების შერჩევას და დასაქმებას გაეროში. ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა შემდეგ ეტაპებს მოიცავს: განაცხადის წარდგენა, ორ-ეტაპიანი ონლაინ გამოცდა და გასაუბრება. ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან განაცხადის წარდგენის, გამოცდებისა და გასაუბრების ფაზებს, მოხვდებიან გაეროს შესაბამის ბაზაში, რომელიც მოქმედია სამი წლის განმავლობაში. YPP ბაზა გამოიყენება გაეროს სამდივნოს მასშტაბით პროფესიული ვაკანსიების შესავსებად.
მონაწილე ქვეყნების სია წლიდან წლამდე იცვლება. 2015 წლის შემდეგ, გაეროს გადაწყვეტილებით, წელს საქართველო კვლავ მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ პროგრამაში.
მონაწილეობის კრიტერიუმები: ონლაინ გამოცდები ჩატარდება მონაწილე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის დიპლომი ან გამოცდის საგნის შესაბამისი მინიმუმ 3 წლიანი აკადემიური ხარისხი. განმცხადებლების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 32 წელს და ისინი თავისუფლად უნდა ფლობდნენ ინგლისურ და/ან ფრანგულ ენებს.
გაეროს საჭიროებიდან გამომდინარე, YPP გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ სხვადასხვა მიმართულებით.
2020 წლის საგამოცდო მიმართულებებია:
1) მართვა და ადმინისტრირება;
2) გლობალური კომუნიკაციები;
3) პოლიტიკური ურთიერთობები და ადამიანის უფლებები.
განაცხადის წარდგენა:
განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს გაერო-ს დასაქმების პლატფორმის მეშვეობით: careers.un.org /inspira.un.org
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ:
· YPP Communications toolkit: https://hr.un.org/page/ypp-2020-communications-toolkit
· YPP page on the UN Careers Portal - https://careers.un.org/ypp
· UN Careers social media:
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 ოქტომბერი.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.
დეკემბერი 11, 2025
01:00 PM
AI Startup Winter 2025-2026
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე იგეგმება ახალი, ინოვაციური ღონისძიება „AI Startup Winter 2025-2026“, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების პრაქტიკულ გაცნობას და AI-ზე დაფუძნებული სტარტაპ იდეების შექმნა-განვითარებას.