ტრენინგი ონლაინ სამეცნიერო რესურსების ეფექტურ გამოყენებაზე
10 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ უმასპინძლა ტრენინგს თემაზე: „ონლაინ სამეცნიერო სამყარო: ბაზების ეფექტური გამოყენება და სტატიების გამოქვეყნების შესაძლებლობები“.
ტრენინგს უძღვებოდა მარიკა ჟორჟოლიანი - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფონდების დაცვის, შენახვისა და განვითარების დეპარტამენტის დაკომპლექტების განყოფილების უფროსი, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელისა და კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორი.
ღონისძიება მიზნად ისახავდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის პრაქტიკული ცოდნის მიწოდებას ონლაინ სამეცნიერო ბაზების ეფექტურად გამოყენების შესახებ.
მონაწილეები გაეცნენ სამეცნიერო სტატიების გამოქვეყნების ძირითად ეტაპებს, ჟურნალების შერჩევის კრიტერიუმებს, როგორც უფასო, ისე ფასიანი ჟურნალების შესახებ მნიშვნელოვან პრაქტიკულ ინფორმაციას, ასევე თანამედროვე პუბლიკაციის სტანდარტებს.
ტრენინგმა მონაწილეებს საშუალება მისცა გაემყარებინათ კვლევითი უნარები, გაეზარდათ აკადემიური ხილვადობა და უკეთ ჩართულიყვნენ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.
სხვა სიახლეები
ნოემბერი 12, 2026
02:05 PM
მხედართმთავარი და ჯარისკაცი!
„მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა; სიბრძნე კი - ორგანიზებული ცხოვრება.“ ასეთია კანტიანური შეგონება, რომელიც სამყაროს ორ მთავარ ხაზზე გადის - მეცნიერებასა და სიბრძნეზე. ერთი მეორის გარეშე ვერც იარსებებს და არც არასდროს უარსებია.
ნოემბერი 11, 2026
02:34 PM
მარიამ ქარჩავა-შარტავას მასობრივი კომუნიკაციის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა
11 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პანორამაში გაიმართა მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ მარიამ ქარჩავა-შარტავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე: „განათლების საკითხები სამხრეთ კავკასიის ქვეყნების რეიტინგული სატელევიზიო არხების გადაცემებში“.
ნოემბერი 11, 2026
02:33 PM
დასაქმების ფორუმი 2026
9 ნოემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, უნივერსიტეტში მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 70-მდე დამსაქმებელი ორგანიზაცია, რომელთა შორის წარმოდგენილნი იყვნენ როგორც მსხვილი და საშუალო ბიზნესის, ისე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები.











