მობილობით გადმოსულ სტუდენტთა საყურადღებოდ!
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მობილობით გადმოსულმა სუდენტებმა, სწავლის სემესტრული გადასახადი სრულად უნდა დაფარონ მიმდინარე წლის 29 სექტემბრამდე და თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოადგინონ ფაკულტეტების დეკანატში.
წინააღმდეგ შემთხვევაში დავალიანების მქონე სტუდენტები სამშაბათიდან არ დაიშვებიან ლექციებზე.
სხვა სიახლეები
ივნისი 01, 2026
04:00 PM
პოეზიის საღამო CIU-ში
28 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, პოეზიის საღამო გაიმართა. შემოქმედებითი ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული მწერლობის პოპულარიზაციასა და სტუდენტებში ლიტერატურული ინტერესების გაღვივებას.
ივნისი 01, 2026
03:30 PM
სამეცნიერო კვირეული მოსწავლეებისთვის
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის სამეცნიერო კვირეულს - „აღმოაჩინე, იკვლიე, შექმენი“ - უმასპინძლა. ინიციატივა უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევების დეპარტამეტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა. პროექტის მთავარ მისიას ახალგაზრდებში სამეცნიერო კვლევებისადმი ინტერესის გაღვივება და იმ მრავალფეროვანი შესაძლებლობების გაცნობა წარმოადგენდა, რომლებსაც უნივერსიტეტი მომავალ მკვლევრებს სთავაზობს. მთელი თვის განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სალექციო კურსს, რომელსაც დარგის წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ.
ივნისი 01, 2026
03:00 PM
CIU-ის წარმომადგენლები ბრიუსელის მსოფლიო კონკურსზე (CMB)
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის დოქტორანტები, გიორგი სამანიშვილი და საბა ქიტიაშვილი, მიწვეულები იყვნენ სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ ღვინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებაზე - ბრიუსელის მსოფლიო კონკურსზე (Concours Mondial de Bruxelles, CMB), სადაც კომისიის წევრების სტატუსით მიიღეს მონაწილეობა.