პოეზიის საღამო CIU-ში
28 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით, პოეზიის საღამო გაიმართა. შემოქმედებითი ღონისძიება მიზნად ისახავდა ქართული მწერლობის პოპულარიზაციასა და სტუდენტებში ლიტერატურული ინტერესების გაღვივებას.
შემოქმედებითი საღამოს ფარგლებში, დამსწრე საზოგადოების წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარდგა პოეტი ედუარდ უგულავა, რომელმაც საზოგადოებას საკუთარი ლექსები გააცნო. გარდა ამისა, ღონისძიებაზე მოწვეულმა მსახიობებმა, ზვიად დოლიძემ და ბექნუ ქაფიანიძემ, ქართველი კლასიკოსებისა და თანამედროვე ავტორების ლექსები წაიკითხეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას აქტიურად შეუერთდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებიც, რომლებიც აუდიტორიის წინაშე საკუთარი თუ საყვარელი ავტორების ლექსებით წარდგნენ.
ღონისძიების მოდერატორობას უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, თამარ ქავთარაძე უწევდა. შეხვედრამ აკადემიურ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა, რამაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უნივერსიტეტის როლს სტუდენტების კულტურულ და შემოქმედებით განვითარებაში.
სხვა სიახლეები
სექტემბერი 10, 2026
11:15 AM
გაცვლითი პროგრამა ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი)
2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ ლოძის უნივერსიტეტში.
სექტემბერი 10, 2026
11:00 AM
გაცვლითი პროგრამა იაგელონიის უნივერსიტეტში (კრაკოვი, პოლონეთი)
2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე პარტნიორ იაგელონიის უნივერსიტეტში.
სექტემბერი 10, 2026
10:15 AM
პოლონური ენის ინტენსიური კურსი
ხარ დაინტერესებული პოლონური ენის ინტენსიური სწავლით?





