• dateივლისი 25, 2015
    time08:00 AM

    ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები

    ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა საგარეო განვითარების ხელშეწყობისთვის უცხოეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ისწავლონ ჩეხეთის სახელმწიფო ინსტიტუტებში.

    ·         საბაკალავრო პროგრამებზე სწავლება (3-4 წელი)

    ·         სამაგისტრო პროგრამებზე სწავლება (4-დან 6 წლადე)

    ·         სადოქტორო პროგრამებზე სწავლება (3-დან 4 წლამდე)

    განაცხადების მიღების ბოლო ვადა : 30 სექტემბერი, 2015.

    სტიპენდიის მოცულობა  - თვეში 500-540 ევრო

    სტიპენდიები განკუთვნილია მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისათვის.

    სტიპენდია  ფარავს ცხოვრებისა და სწავლის ხარჯებს, რაც ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის თვეში 500 ევროს  აღწევს, დოქტორანტებისთვის კი - 540 ევროს.

    ასევე ის სტუდენტები, რომლებიც არ ფლობენ ჩეხურ ენას, თუმცა სასწავლო ენად აირჩევენ ჩეხურს, ენის ერთწლიან კურსს პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში გაივლიან.

    აპლიკანტებმა განაცხადი უნდა წარადგინონ ჩეხეთის რესპუბლიკის დიპლომატიური მისიების წარმომადგენლობებში (იხილეთ ქვეყნების ჩამონათვალი) http://www.mzv.cz/jnp/en/diplomatic_missions/czech_missions_abroad/index.html

    აპლიკაციის ფორმის გადმოწერა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე -

    http://registr.dzs.cz/registr.nsf/home_main.xsp?unesco

    დამატებით ინფორმაციას აღნიშნული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ ვებ-საიტზე  http://www.msmt.cz/eu-and-international-affairs/government-scholarships-developing-countries?lang=2

    ინფორმაციის წყარო : http://www.mladiinfo.eu/2014/08/13/czech-government-scholarships-for-developing-countries-4/

     

    სხვა სიახლეები