• dateდეკემბერი 12, 2018
    time02:26 PM

    Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორის ვიზიტი კსუ-ში

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის (NEO) კოორიდნატორი - ლიკა ღლონტი ეწვია.

    პროექტიაღმოსავლეთ ევროპაში აგრარული და კვების სექტორის სპეციალისტთა ლაბორატორიული პრაქტიკის უნარების გაუმჯობესება/Ag-Lab“ / Improving skills in laboratory practice for agri-food specialists in eastern Europe (Ag-Lab) ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

    პროექტის მიზანია ევროპელი პარტნიორების დახმარებით ხელი შეუწყოს აგრარული და საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესებას ევროკავშირთან ახლახანს ასოცირებული წევრი-ქვეყნების ტესტირებისა და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიებში მომუშავე სპეციალისტების მომზადება/გადამზადების გზით, კერძოდ უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვეთში.

    საქართველოდან პროექტში მონაწილეობენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია.

    მიმდინარე შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ სამივე ინსტიტუციის კოორდინატორები: ნინო ინასარიძე- პროექტის კოორდინატორი (თსუ), ანა გულბანი- პროექტის კოორდინატორი (ლაბორატორია), თამარ ინასარიძე - პროექტის კოორდინატორი (კსუ), ასევე პროექტში ჩართული აკადემიური და ლაბორატორიების პერსონალი.

    Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის (NEO) კოორიდნატორის მიერ განხორციელდა პროექტის მონიტორინგი: განხილულ იქნა განხორციელების საკითხები და რეკომენდაციები. პროექტის მიმდინარეობა შეფასდა დადებითად.

    სხვა სიახლეები