• dateნოემბერი 07, 2026
    time06:19 PM

    „ქართული ფულის თავგადასავალი – 30 ამბავი“

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    ფული არც კარგია, არც ცუდი, - ის სარკეა, რომელიც საზოგადოებას ასახავს. სოციალური იერარქიისა და მობილობის ამსახველია, შემოქმედებისა და თავისუფლების ინსტრუმენტია, კულტურისა და იდენტობის ნაწილი.

    გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, როცა ქვეყანა ომის, რღვევისა და ჰიპერინფლაციის შემდგომ შოკში იყო, გამოჩნდა ახალი სიმბოლო – ლარი. ეს იყო არა უბრალოდ ქაღალდის ან ლითონის ფული, არამედ დამოუკიდებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განაცხადი. დღეს ლარი 30 წელზე მეტი ხნის არის!

    დღეს ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმში წარმოგიდგენთ საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივ პროდუქტს - მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმების ციკლს, რომელიც ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას მოგითხრობთ.

    ციკლი ასახავს:

    • საქართველოში ადგილობრივი და უცხოური ფულის ემისიასა და მიმოქცევას;
    • ნუმიზმატიკურ მემკვიდრეობას;
    • საფინანსო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას;
    • ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითად ეტაპებს.

    პროექტის მიზანია საქართველოს ფინანსური ისტორიის სისტემატიზაცია და ფართო აუდიტორიისთვის სამეცნიერო-პოპულარული ფორმით წარმოჩენა. ეს ქართული ნუმიზმატიკის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სანდო, დოკუმენტურად დადასტურებული წყაროებით აუდიო-ვიზუალურ ფორმატში რეპრეზენტაციის პირველი მცდელობაა.

    გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ფინანსური განათლების განვითარებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.

    მედიაპროექტი მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით და საქართველოს ეროვნული ბანკის რეკომენდაციათა გათვალისწინებით განხორციელდა.

    პროექტის ხელმძღვანელი: უნივერსიტეტის ვიცე-კანცლერი, პროფესორი ნინო ჭალაგანიძე;

    იდეის ავტორი და შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი სულხან მელაძე.

    სხვა სიახლეები