• dateაპრილი 15, 2019
    time06:30 PM

    2019 წლის 13-14 აპრილს, სასტუმრო “ბილთმორში” თბილისის მე-9 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი გაიმართა

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კონგრესი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრირადიქსისორგანიზებით და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. რადიქსი ახალგაზრდა მკვლევარების პროფესიული გაერთიანებაა, რომელიც 2009 წელს დაფუძნდა და სხვადასხვა მიმართულების ათეულობით ღონისძიება აქვს ორგანიზებული. მათ შორის კულტურული, კვლევითი და სოციალური პროექტები. კონგრესს 600-მდე დელეგატი დაესწრო. გახსნის ცერემონიალზერადიქსისახალგაზრდული დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდა სტომატოლოგთა საერთაშორისო ფორუმის მონაწილეები დააჯილდოვეს. ფორუმში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და სარეზიდენტო ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შერჩეულმა მონაწილეებმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიარეს ტრენინგები, ისწავლეს როგორ მოამზადონ ეფექტური პრეზენტაციები, როგორ წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე, როგორ დახვეწონ კომუნიკაციის უნარები და სხვა. მზა პრეზენტაციები კონფერენციაზე 2019 წლის 31 მარტს წარადგინეს. მათი მოხსენებები ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის შეფასების შესაბამისად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული:

    • I ადგილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ნუცა გოგიბედაშვილი;
    • II ადგილი - ალბიუსის აკადემიის რეზიდენტები - ეთერ ბერიძე და სალომე ჩიქოვანი;
    • III ადგილი - საქართველოს უნივერსიტეტის სტუნდეტი მოჰამედ ჰაზი ალიანი.

    მონაწილეები საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა ლალი მეკოკიშვილმა, გენერალური სპონსორისპსპ“- წარმომადგენელმა თამარ ნინიაშვილმა, კომპანიაგეამ“, „კურაპროქსმადა სხვებმა დააჯილდოვეს. გამოვლინდა ჯიურის ფავორიტიც - ჯილდოალბიუსისაკადემიის რეზიდენტს და ახალგაზრდული ფორუმის გასული წლების მონაწილეს, მარიამ ხარძიანს გადაეცა. საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ელენე ხარაშვილმა კი ორგანიზაციის ფავორიტები - ნინო სიჭინავა და ნანი ჯანაშია დაასახელა.

    გახსნის ცერემონიალზე მისასალმებელი სიტყვებით წარსდგნენ: „რადიქსისყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები: ნინო გვასალია და ლანდა ლურსმანაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ლალი მეკოკიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი დიმიტრი კორძაია.

    ღონისძიებაში ჩაერთო დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც. ცენტრის წარმომადგენელმა დავით წერეთელმა საზოგადოებას ინფექციების კონტროლისა და ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ შეახსენა. გარდა ამისა, C ჰეპატიტის ემილიმაციის პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე ჩართულიყვნენ C ჰეპატიტის სკრინინგის პროგრამაში.

    კონგრესის მიმდინარეობისას გაიმართა სტომატოლოგიური მასალების, ინსტრუმენტების, დანადგარების და ფარმაცევტული კომპანიების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. კონგრესის სამეცნიერო პროგრამა წინა წლების მსგავსად მრავალფეროვანი იყო. მასტერ კლასები (HANDS-ON კურსები) ჩატარდა შემდეგ მიმართულებებში:

    • აპიკალური საყრდენის ფორმირებალიმიტი და რეალური შესაძლებლობები;
    • პაროდონტიტისა და პერიიმპლანტიტის არაქირურგიული მკურნალობის შედეგების გაუმჯობესება მკურნალობისდამატებითი მეთოდების გამოყენებით;
    • პაროდონტოლოგიური რეგენერაციული ქირურგია: რა? სად? როდის?;
    • მკურნალობის მეთოდები ორთოგნათიულ ქირურგიაშიემეკა კენკე, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ავსტრია;
    • ფრონტალური და საღეჭი კბილების მორფოლოგიაალიბეკ ტლეუნაზაროვი -თერაპევტი, კომპანია Dentsply Sirona- ლექტორი. ყაზახეთი;
    • აპიკალური საყრდენის ფორმირებალიმიტი და რეალური შესაძლებლობები. HANDS-ON კურსიგვანცა ტაბაღუა, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრირადიქსისარჩეული პრეზიდენტი, EEU ასისტენტ-პროფესორი;
    • პაროდონტიტისა და პერიიმპლანტიტის არაქირურგიული მკურნალობის შედეგების გაუმჯობესება მკურნალობისდამატებითი მეთოდების გამოყენებით. HANDS-ON კურსიპროფ. მარისა რონკატი, პირის ღრუს რეგისტრირებული ჰიგიენისტი, ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი, ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის სპიკერი. იტალია;
    • პაროდონტოლოგიური რეგენერაციული ქირურგია: რა? სად? როდის? HANDS-ON კურსითეა ნაცვლიშვილი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრრადიქსისვიცე-პრეზიდენტი, EEU ასისტენტ-პროფესორი, “ალბიუსისპაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი;
    • ლერგია სტომატოლოგის პრაქტიკაში: მართვის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებიბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი. ალერგიის და იმუნოლგიის ცენტრის კლინიკური გავითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კსუ აფილირებული ასისტენტ-პროფესორი;
    • მკურნალობა თუ პრევენცია? სტრატეგია და მიდგომის დაგეგმარება პედიატრიულ სტომატოლოგიაშინინო გვასალია, სტომატოლოგიის ცენტრალბიუსისბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრრადიქსისყოფილი პრეზიდენტი და მრჩეველი;
    • ქსოვილების მართვა ესთეტიკურად მნიშნელოვან მიდამოებში პროთეზირების წინთენგო ბინიაშვილი, სტომატოლოგიის ცენტრიალბიუსი”, საქართველო;
    • პირველი დახმარებამითები, ფაქტები და რეალობალაშა დოლიძე, ექიმი, ამერიკის გულის ასოციაციის BLS ინსტრუქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, კლინიკური სწავლების კოორდინატორი;
    • აქციე შენი კლინიკა ბრენდადზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, EEU ასისტენტ-პროფესორი;
    • სედაცია სტომატოლოგიაშიანზორ ჩომახიძე, ანესთეზიოლოგიინტენსიური თერაპიის ექიმი . ჯოენის სამედიცინო ცენტრი . კლინიკა დენტექსი; ევროპის ანესთეზიოლოგინტენსივისტთა ორგანიზაციის ასოცირებული წევრი ESA. ლექტორი ევროპის ანესთეზიოლოგთა უწყვეტი განათლების ეგიდით CEEA; კლივლენდის საუნივერსტიტეტო კლინიკის, სტენფორდის საუნივერსტიტეტო კლინიკის ობზერვაციის კურსთადმავრებული.

    მოხსენებები ორი დღის განმავლობაში 10:00 საათიდან 20:00 საათამდე მიმდინარეობდა. წელს სიახლეს წარმოადგენდა დისკუსიის ნაწილი, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია. კონგრესი დღის ბოლოს რადიქსის პრეზიდენტმა ლანდა ლურსმანაშვილმა დახურა.

    სხვა სიახლეები