• dateოქტომბერი 21, 2025
    time11:15 AM

    თანამშრომლობა ქართულ-ფრანგულ უნივერსიტეტთან

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    20 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის (FGU) პროექტების კოორდინატორი ევა ბერტრანი.

    დღის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ კახაბერ კორძაიასთან, მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან. 

    მხარეებმა ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის საქმიანობის ფარგლებში განიხილეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამომავლო შესაძლებლობები მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის განვითარების მიმართულებით, მათ შორისაა ორმაგი დიპლომები, კონფერენციები, ტრენინგები და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. 

    აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა ფაკულტეტის სამივე საფეხურს - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო დონეებს მოიცავს. დღის დასასრულს, ევა ბერტრანი მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაზას ესტუმრა და მათ საქმიანობას გაეცნო.
     

    სხვა სიახლეები