სტუდენტური საცხოვრებლის გახსნა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ და Global Educational Services-ის დირექტორმა გურბაჩან ლალიმ, კსუ-ს უცხოელი სტუდენტებისთვის აშენებული სტუდენტური საცხოვრებელი საზეიმოდ გახსნეს. ცერემონიას კსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
Global Educational Services-ის მიერ აშენებული საცხოვრებელი უნივერსიტეტის სიახლოვეს მდებარეობს და უცხოელი სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი. შენობა-ნაგებობა 3 სართულისაგან შედგება და 650 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს, საცხოვრებელი ამჟამად 90 სტუდენტზეა გათვლილი, თუმცა მიმდინარე წლის ზაფხულში ადგილების რაოდენობა 160-მდე გაიზრდება. Global Educational Services-ის წარმომადგენელის ინფორმაციით, ეს პროცესი წლიდან წლამდე გაგრძელდება და კიდევ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.
სტუდენტური საცხოვრებელი თანამედროვე სტანდარტების დაცვით აშენდა და ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დაცვისა და ვიდეო თვალთვალის რეჟიმით იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ Global Educational Services-ი კსუ-ს პარტნიორ ორგანიზაციას 2015 წლიდან წარმოადგენს.
სხვა სიახლეები
აგვისტო 14, 2026
11:00 AM
რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამაზე - „მცირე და საშუალო მარნების ელექტრონული სისტემების მართვა”
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „მცირე და საშუალო მარნების ელექტრონული სისტემების მართვა”.
აგვისტო 05, 2026
08:00 AM
სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის გზით აღმავალი ბაზრების პოტენციალის წარმოჩენა“
4-5 აგვისტოს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და კანადის ბიზნესისა და აღმავალი ბაზრების აკადემიის (ABEM) ერთობლივი მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მდგრადობის გზით აღმავალი ბაზრების პოტენციალის წარმოჩენა“ გაიმართა.
აგვისტო 05, 2026
08:00 AM
CIU აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე: