• dateოქტომბერი 01, 2026
    time08:00 AM

    შეხვედრა თემაზე: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა თემაზე: „შენი პროფესიული ბრენდი - როგორ შეგამჩნიონ და აგარჩიონ?“

    ღონისძიების მთავარ მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის თანამედროვე, სწრაფად ცვალებად და კონკურენტულ შრომის ბაზარზე ეფექტური თვითპოზიციონირებისა და კარიერული ზრდის მექანიზმების გაცნობა.

    მოწვეულმა სპიკერმა, Career & Business Development ტრენერმა და კომპანია Jobify-ის კომერციულმა დირექტორმა, მარიამ კახნიაშვილმა, ვრცლად ისაუბრა პროფესიული იდენტობის ფორმირებაში პერსონალური რეპუტაციის, ეფექტური კომუნიკაციისა და თანმიმდევრულობის განსაკუთრებულ როლზე. მან მონაწილეებს დეტალურად გაუზიარა ძლიერი მხარეების სწორად წარმოჩენის გზები, პროფესიული ონლაინ-იმიჯის შექმნის მეთოდოლოგია და LinkedIn-ის პლატფორმის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების პრაქტიკული ტექნიკები.

    ინტერაქციულ რეჟიმში წარმართულმა შეხვედრამ მონაწილეებს მისცა შესაძლებლობა, მიეღოთ ღირებული რჩევები და ქმედითი ინსტრუმენტები, რომლებიც მათ დამსაქმებლისთვის გამორჩეულ, კონკურენტუნარიან და სასურველ კანდიდატად ჩამოყალიბებაში დაეხმარებათ. სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და დაეგეგმათ თავიანთი პროფესიული განვითარების შემდგომი ნაბიჯები.

    ღონისძიების ფარგლებში ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კომპანია Jobify-ს შორის. აღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმების ხელშეწყობას, ერთობლივი კარიერული პროექტების განხორციელებასა და ახალგაზრდების პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.

    სხვა სიახლეები