• dateმაისი 31, 2017
    time08:00 AM

    მედიცინის სტუდენტები ქუთაისში კონფერენციაზე

    banner

    პირველ ივნისს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი სტუდენტ-მედიკოსთა სამეცნიერო კონფერენცია - ,,მედეა-2017’’ გაიმართა.

    კონფერენციაზე მოხსენებებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რვა  სტუდენტი წარსდგა. ისინი  20 მაისს, კსუ-ში გამართული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მე-5  საერთაშორისო კონფერენციის ჟიურის წევრებმა საუკეთესო მოხსენებებისა და პრეზენტაციების ავტორებად დაასახელეს და რეკომენდაცია მისცეს მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში.

    ქუთაისში გამართულ სტუდენტ-მედიკოსთა სამეცნიერო კონფერენციაში, კსუ-ს ქართველი და უცხოელი სტუდენტები, ფარმაცია-სტომატოლოგიისა და მედიცინის სექციაში გადანაწილდნენ.

    როგორც კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის, მეორე კურსის სტუდენტი ნინო კოზირია ამბობს, კონფერენციებსა და სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობაში სტუდენტების ჩართვას დიდი შედეგი მოაქვს. მან თემაზე - ,,ოქროს თევზების პირობითრეფლექსური მოკლევადიანი მეხსიერების შესახებ“ - მეწყვილესთან, გურანდა ქობალიასთან ერთად იმუშავა. მათი ნაშრომი ექსპერიმენტულ კვლევას ეფუძნებოდა და პროექტზე ხელმძღვანელთან, კსუ-ს პროფესორ ომარ ახმეტელაშვილთან ერთად, თებერვლის თვიდან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდნენ.

    კონფერენციის დასასრულს ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებებისა და აქტივობების ჩატარების მზაობა და ურთიერთთანამშრომლობა დაიგეგმა.

    სხვა სიახლეები