მედიცინის სტუდენტები ქუთაისში კონფერენციაზე

პირველ ივნისს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი სტუდენტ-მედიკოსთა სამეცნიერო კონფერენცია - ,,მედეა-2017’’ გაიმართა.
კონფერენციაზე მოხსენებებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რვა სტუდენტი წარსდგა. ისინი 20 მაისს, კსუ-ში გამართული ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის მე-5 საერთაშორისო კონფერენციის ჟიურის წევრებმა საუკეთესო მოხსენებებისა და პრეზენტაციების ავტორებად დაასახელეს და რეკომენდაცია მისცეს მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაში.
ქუთაისში გამართულ სტუდენტ-მედიკოსთა სამეცნიერო კონფერენციაში, კსუ-ს ქართველი და უცხოელი სტუდენტები, ფარმაცია-სტომატოლოგიისა და მედიცინის სექციაში გადანაწილდნენ.
როგორც კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის, მეორე კურსის სტუდენტი ნინო კოზირია ამბობს, კონფერენციებსა და სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობაში სტუდენტების ჩართვას დიდი შედეგი მოაქვს. მან თემაზე - ,,ოქროს თევზების პირობითრეფლექსური მოკლევადიანი მეხსიერების შესახებ“ - მეწყვილესთან, გურანდა ქობალიასთან ერთად იმუშავა. მათი ნაშრომი ექსპერიმენტულ კვლევას ეფუძნებოდა და პროექტზე ხელმძღვანელთან, კსუ-ს პროფესორ ომარ ახმეტელაშვილთან ერთად, თებერვლის თვიდან ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდნენ.
კონფერენციის დასასრულს ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებებისა და აქტივობების ჩატარების მზაობა და ურთიერთთანამშრომლობა დაიგეგმა.
სხვა სიახლეები
ივნისი 18, 2026
10:00 AM
გიორგი ფარეშიშვილი ლუქსემბურგში პარლამენტარიზმის კვლევების კონფერენციაზე
4-6 ივნისს, ლუქსემბურგში პარლამენტარიზმის კვლევების მეხუთე გლობალური კონფერენცია გაიმართა. საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო ფორუმს ევროპის პარლამენტმა უმასპინძლა, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორი ლუქსემბურგის უნივერსიტეტი გახლდათ. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ წამყვანი მკვლევრები და მეცნიერები მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან.
ივნისი 17, 2026
02:00 PM
ტრენინგი თანამშრომლობითი სწავლების მეთოდების შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს საგანმანათლებლო პროცესის განვითარებისა და აკადემიური პერსონალის პროფესიული ზრდის ხელშეწყობას. ამ მიზნით, უნივერსიტეტში გაიმართა ტრენინგი, რომელიც თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს დაეთმო. შეხვედრას უძღვებოდა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვისა და განვითარების ექსპერტი თამარ ფანჩულიძე.
ივნისი 17, 2026
12:00 PM
ლაშა შავაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა
2026 წლის 1 ივლისს, 15:00 საათზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის 305 აუდიტორიაში შედგება პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ლაშა შავაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა თემაზე: გლობალური პოლიტიკა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები.