ხარ შემოქმედებითი, გიყვარს გამოწვევები და გსურს რეალური ცვლილებების მოხდენა? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იწვევს ინიციატორ და ენერგიულ სტუდენტებს „სტუდენტური ინოვაციების პროექტში“, რომელიც დაგეხმარებათ თეორიული ცოდნა პრაქტიკულ, ინოვაციურ პროექტებად აქციოთ.
რას მოგცემს პროექტში მონაწილეობა?
- ისწავლი ინოვაციური პროექტების მომზადებასა და მართვას;
- გაეცნობი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, ინტელექტუალური კაპიტალის რაობასა და ტექნოლოგიების ტრანსფერს;
- განავითარებ ენტრეპრენერულ აზროვნებას, გუნდურ მუშაობასა და იდეიდან ფასეულობის შექმნის ხელოვნებას.
ვინ შეიძლება მონაწილეობდეს?
პროექტში მონაწილეობა შეუძლია CIU-ს ნებისმიერ აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს.
როგორ ჩაერთო?
შეავსე სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://shorturl.at/Qvbji
დაელოდე შერჩევის შედეგებს მითითებულ ელ-ფოსტაზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 30 მარტი, 14:00 სთ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ CIU-ს ინოვაციებისა და ენტრეპრენერშიპის სამსახურს: oie@ciu.edu.ge