შეხვედრა პელოპონესის უნივერსიტეტის (საბერძნეთი) წარმომადგენელთან

31 ოქტომბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია პელოპონესის უნივერსიტეტის (საბერძნეთი) ასისტენტ პროფესორს, ბიზნესისა და ორგანიზაციის ადმინისტრაციის დეპარტამენტის წარმომადგენელს, ანასტასია ვუტინიოტის შეხვდა. (Anastasia Voutinioti - Assistant Professor, Department of Business and Organization Administration, University of the Peloponnese).
შეხვედრას ასევე ესწრებოდა კსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის კოორდინატორი უცხოურ უნივერსიტეტებსა და სასწავლო-სამეცნიერო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიმართულებით სვეტლანა კირაკოსიანი.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გააცნეს უნივერსიტეტები და ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელება, ერთობლივი კვლევები ორმხრივ და ერასმუს+ საფუძველზე.
აღსანიშნავია, რომ სტუმარმა კსუ-ში ვიზიტის სურვილი გამოთქვა Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებულ საკონტაქტო სემინარში მონაწილეობისას, სადაც საქართველოს სხვა უნივერსიტეტებთან ერთად კსუ აქტიურად იყო წარმოდგენილი.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
01:00 PM
კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“
9 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო რუმსში, ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის იყო განკუთვნილი.
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.