სამაგისტრო პროგრამის „მულტიმედიის წარმოება და კვლევა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის პროფესორ-მასწავლებლები, უკვე თითქმის წელიწადია, ახალი სამაგისტრო პროგრამის: „მულტიმედიის წარმოება და კვლევა", შემუშავების პროცესში არიან. ბოლო სამუშაო შეხვედრის ფორმატი განსხვავებული სახით წარიმართა. დასავლელ კოლეგებთან ერთობლივი ონლაინ კონფერენცია მიზნად პროგრამის სრულყოფას ისახავდა.
ევროპულ გამოცდილებას, ამჯერად, პედაგოგებს ცნობილი გერმანული მედიაორგანიზაციის „დოიჩე ველე აკადემიის " წარმომადგენლები უზიარებდნენ.
DW აკადემია, 2004 წლიდან ტელე-რადიო, ასევე ახალი მედიის ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას ემსახურება. დამოუკიდებელი მედია სისტემების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, ის ევროპაში წამყვანი ორგანიზაციაა. მრავალწლიანი გამოცდილება, ასევე «Deutsche Welle»-ს ტრადიცია ჟურნალისტური საქმიანობის ხარისხისა და მედია კომპეტენციის მაღალი მაჩვენებლის გარანტია.
ონლაინ კონფერენციაში, კსუ-ს მხრიდან, ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი - ზაზა ცოტნიაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - ირინა ღვინერია, მულტიმედია ცენტრის პროდიუსერი - რუსუდან კვარაცხელია, მულტიმედია ცენტრის კონსულტანტი - ანა ჯანიკაშვილი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინატორი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიმართულებით - ანჟელა აბულაძე ჩაერთნენ, ხოლო „დოიჩე ველე აკადემიას” - კრისტოფ შმიდტი და ლინა ფრიდრიხი წარმოადგენდნენ.
ონლაინ კონფერენციის ფარგლებში, მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები რამდენიმე ძირითადი მიმართულებით დასახეს, მათ შორის: საქმიანი ვიზიტები, კონსულტაციები, ერთობლივი კონფერენციები და ლექტორების მოწვევის ორგანიზება, რაც საუკეთესო გერმანული გამოცდილების გაზიარებასა და, საბოლოოდ, სამაგისტრო პროგრამის სრულყოფას მოემსახურება.
სტუდენტების მიღება აღნიშნულ პროგრამაზე ახალი სასწავლო წლიდან იგეგმება.
სხვა სიახლეები
დეკემბერი 12, 2025
01:00 PM
კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“
9 დეკემბერს, ქალაქ თბილისში, სასტუმრო რუმსში, ჩატარდა ყოველწლიური კონფერენცია: „ბიბლოთეკა 4.0: ცოდნის საცავები AI ეპოქაში“, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრებისთვის იყო განკუთვნილი.
დეკემბერი 12, 2025
12:45 PM
ლექცია თემაზე: „მეწარმეობა - ბიზნესის პერსპექტივა“
12 დეკემბერს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში, გაიმართა ლექცია თემაზე: „მეწარმეობა-ბიზნესის პერსპექტივა“, რომელსაც „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი უძღვებოდა.
დეკემბერი 12, 2025
11:30 AM
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (CIU) და ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა (JRC) შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, 10-11 დეკემბერს, უმასპინძლეს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „აგროეკოლოგიური და კლიმატგონივრული რეპორტინგი და კომუნიკაცია“. აღნიშნული ღონისძიება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში პირველ აკადემიურ და ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მიეძღვნა კლიმატგონივრული ჟურნალისტიკის, აგროკომუნიკაციისა და რეგიონული მედია-უნივერსიტეტების თანამშრომლობის გაძლიერებას.