• dateივნისი 15, 2026
    time12:00 PM

    საჯარო შეხვედრა: „სუროგაცია მითების გარეშე“

    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide
    image for slide

    12 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) საჯარო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „სუროგაცია მითების გარეშე: ეთიკა, კანონი და პრაქტიკა“. ღონისძიება სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სამართლისა და მედიცინის ფაკულტეტების ერთობლივი ორგანიზებით მოეწყო.

    შეხვედრის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებისთვის გაიმართა თემატური კინოფილმის, „ცხრათვიანი კონტრაქტის“ ჩვენება, რასაც მოჰყვა ინტერდისციპლინური დისკუსია სუროგაციის სამედიცინო, სამართლებრივ და ეთიკურ ასპექტებზე.

    დისკუსიის სპიკერებად მოწვეულნი იყვნენ დარგის წამყვანი სპეციალისტები და პროფესორები: ქეთევან ვაშაგაშვილი - ფილმის რეჟისორი; რუსუდან კვარაცხელია - კინომცოდნე, CIU-ს ასოცირებული პროფესორი; მაგდა თორთლაძე - CIU-ს მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი; გურამ ღვინჯილია - CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი.

    ღონისძიება CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ეკატერინე ჭალაგანიძემ გახსნა. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მომხსენებლებისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

    სხვა სიახლეები